თეგებით ძიება

"უხადოს ენმ-მა ხელფასი და ყავდეს, ჩვენ ავირჩიოთ სხვა ვინმე სახალხო და არა - სა ნაციონალო თავმჯდომარე" - ირაკლი ლატარია

ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოცილურ ქსელში შექმნილ ღონიძიებას ეხმაურება, რომელიც თანახმად, ირაკლი კობახიძე გადაყვანილ უნდა იქნას რაიმე სახის დაწესებულებაში, ან უბრალოდ შორს.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია აღნიშნულ ღონისძიებას შეუერთდა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესი მოჰყვა. სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, რომ შესაძლოა ეს ტექნიკური პრობლემა იყო, ან ლომჯარია "თითი დაეჭირა".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პირადი დამცველი ნინო ლომჯარია , რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნაცებზე და მათ პრობლემებზეა ორიენტირებული, როდემდე უნდა გვაჯდეს თავზე? როგორმე ეგ ადამიანი რომ ჩამოვაშოროთ თანამდებობას არ შეიძლება? ჯერ მარტო რამხელა ხარჯია მისი და მისი დაქალების შენახვა და ამ დროს, ქალი არ იცავს ცოცხალი თავით არავის, თუ არ აქვს ენმ-იდან თანხმობა.
უხადოს ენმ-მა ხელფასი და ყავდეს, ჩვენ ავირჩიოთ სხვა ვინმე სახალხო და არა - სა ნაციონალო თავმჯდომარე.
ჯერ მარტო შეხედეთ აღნიშნულ ფაქტს, ქალი ინტერესდება ნაცების მიერ შექმნილი ჯგუფით, რომელიც მიმართულია ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. ლომჯარია ირაკლის ვერაფერს დააკლებს, მაგრამ კარგია რომ ამ ფაქტით უკვე ნათლად დასტურდება ის, რაზეც მუდამ ვსაუბრობდით.
ლომჯარია არის იგივე მუხაძე და ქარდავა, ლომჯარია მხარეა", - წერს ლატარია



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა