თეგებით ძიება

"ალტ-ინფოს" პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას!"- ანა ნაცვლიშვილი

დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ "თუ იუსტიციის სამინისტრო მას დაარეგისტრირებს მძიმე რამეს მოაწერს ხელს".

"რაც შეეხება ალტ-ინფოს პარტიას! კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს. ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.
მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას!
ვიწყებთ\', - წერს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, „ალტ- ინფომ“ კონსერვატიული მოძრაობა დღეს დააფუძნა. პარტიის დამფუძნებლები არიან - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე და სხვები. პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა