თეგებით ძიება

“ცრუ ჩვენებისთვის შს სამინისტროს პრესმდივანს ვუჩივლებთ” – ნოდარ მელაძე

“ტვ პირველის” ახალი ამბების რედაქტორი, ნოდარ მელაძე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“ცრუ მოწმე, ქეთევან კოვზიაშვილის ჩვენების საფუძველზე, მოსამართლე, ირაკლი ხუსკივაძემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამრთლოში მოსამართლედ ერთი წლის წინ გაამწესეს, გადაწყვეტილება ტვ პირველის წინააღმდეგ მიიღო! ცრუ ჩვენებისთვის ქეთევან კოვიზიაშვილს ვუჩივლებთ საქართველოს პროკურატურაში, აღნიშნული დანაშუალის ხანდაზმულობის ვადა 6 წლია. სულ, რომ 6 წელი გავიდეს ის აგებს პასუხს!!! ამით შეიქმნება პროცედენტი, რომ პრესმდივანი ჟურნალისტების წინააღმდეგ, საკუთარი თანამდებობის შენარჩუნების ან/და ხელმძღვანელი პირის დავალებით ცრუ ჩვენების გამო დაისჯება!

გადაწყვეტილება რა თქმა უნდა გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში! ჩვენს მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ მედიამ გამოიყენა ინფორმაციის გადამოწმების უმაღლესი სტანდარტი რაც არ გაითვალისწინა მოსამრთლემ.

მობილური სატელეფონო ანძების ამონაწერით დგინდება, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში პოლიციის თანამშრომლის მობილურ ტელეფონს ვერც ერთი ანძა ვერ იღებდა ანუ იყო გათიშული, ანძების ამონაწერი ვერ იქნება დადასტურებული პოლიციელის ადგილსამყოფელი და მოსამართლე მხოლოდ ცრუ მოწმის ჩვენებას დაეყრდნო.

არსებობს ჩვენს მიერ ჩაწერილი დედის ვიდეოინტერვიუც, სადაც ის ამბობს რომ სავარაუდო დანაშაულის მომენტში მისი შვილი სახლში არ იყო. არადა თავად სასამართლოში ამტკიცებდა, რომ სახლში იყო!

შსს სამინისტროს წარდგენილი კიდევ ერთი ცრუ მოწმის შესახებ, ახლა მივიღეთ ახალი მტკიცებულებები, რაც წარდგენილი იქნება სასამრთლოში", - წერს მელაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა