თეგებით ძიება

"გადასარევი ამბავი!" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ქართველი კარატისტის, გოგიტა არქანიას ორგზის მსოფლიო ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ულოცავს.

"გადასარევი ამბავი დუბაიდან -
ქართველი კარატისტი, 37 წლის გოგიტა არქანია, რომელმაც
ტოკიოს ოლიმპიადაზეც იასპარეზა, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ყველა შეხვედრაში ბრწყინვალე იყო. მე-6 საფინალო დაპირისპირება კი მეტად დაძაბული გამოდგა და ბოლოს, მაინც ჩვენებურმა 3:2 მოუგო იტალიელ ევროპის ჩემპიონს სიმონე მარინოს.
სხვა კარატიზტებიც არანაკლებ ტუტულოვანნი იყვნენ, მაგრამ გოგიტამ, რომელიც აფხაზეთიდან არის, საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და თან, ძალიან ჭკვიანური კარატე შემოგვთავაზა.
ის მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, პირველად კი 2014 წელს.
ვულოცავ გოგიტასა და მის ქომაგებს", - წერს ჩანადირი ფესიბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა