თეგებით ძიება

"ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო" - ხატია დეკანოიძე სააკაშვილთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ციხეში საუბრის დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს:

"სანამ დამძიმდებოდა, მიშასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ციხეში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე ვლაპარაკობდით.
ტაილანდის ეპიზოდზე (ტალიანდში იმოგზაურა და თანხები დახარჯაო პროკურატურა ამბობს) ჩაილაპარაკა:

ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო - მთელი ოკეანეთის ქვეყნები ჩამოვიყვანეთ, ოკუპაციაზე ვისაუბრეთ და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ძალიან წარმატებული შეხვედრა გვქონდა. საათობით ველაპარაკებოდი ყველასო. შედეგიც იყო.
რაში აინტერესებთ არაღიარების პოლიტიკა..", - წერს ხატია დეკანოიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა