თეგებით ძიება

"გამოვა სოფიო და იტყვის რეაბილიტაციისას აუცილებელია ჩემს სიმღერებს უსმინოსო... აქვს თუ არა სახელმწიფოს სტრატეგია ამ პიროვნების მკურნალობის?" - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და კითხულობს: აქვს თუ არა სახელმწიფოს სტრატეგია ამ პიროვნების მკურნალობის და მისი "ბრძოლის" წინააღმდეგ?

"ორი დღის წინ ვიკითხე, აქვს თუ არა სახელმწიფოს სტრატეგია ამ პიროვნების მკურნალობის და მისი "ბრძოლის" წინააღმდეგ თქო. ბევრ"ჰუმანისტს" არ მოეწონა ასეთი შეკითხვა, მითუმეტეს ექიმისგან...არადა აშკარა იყო რომ სპექტაკლს გაგრძელება ექნებოდა
ჰოდა, დღეს ამერიკაში მოღვაწე ექიმი აცხადებს, ცოდოა ბიჭი, იქნებ გამოვუშვათ და სანატორიუმში ვუმკურნალოთო. ახლა ველოდები ამას როგორ აიტაცებენ ისევ "ჰუმანისტი ექიმები" და დაეთანხმებიან. შემდეგ დედა გამოვა ცრემლიანი, რამდენი ხანია სახლში საჭმელი არ უჭამიაო. შექმნის სახალხო დამცველი კომისიას და დაადგეგენ რომ კალორიულობის მიხედვით ციხის საჭმელები მართალც და სახლის საჭმელებზე სუსტია და იტყვის, ალბათ სახლის საჭმელებით უნდა ვკვებოთ, განსაკუთრებით შიმშილობის შემდგომ პერიოდშიო. შემდეგ გამოვა სოფიო და იტყვის რეაბილიტაციისას აუცილებელია ჩემს სიმღერებს უსმინოს, მაგრამ არა ჩანაწერებს, არამედ ცოცხლად, რომელიმე საკონცერტო დარბაზში, კარგი აკუსტიკითო. გამოვა სახალხო დამცველი, შექმნის ჯგუფს და დაადგენენ რომ მართლაც ციხის აკუსტიკა არ შეესაბამება, იმას რაც რეაბილიტაციის პროცესში სმენის აპარატის ნაკლებად გასაღიაზიანებლად არის საჭირო და სჯობს სადმე საკონცერტო დარბაზში მოვასმენინოთო. "ჰუმანისტი საზოგადოებაც" დაეთანხმება.

ერთია ეს "ჰუმანისტი საზოგადოება" იმას ვერ ხვდება რომ ასეთი "ჰუმანიზმით" ყველა დანარჩენ პატიმარს საშინელ შეურაცჰყოფას აყენებს და მათ უბრალოდ ადამიანებად არ თვლის, ან თვლის, მაგრამ უფრო დაბალი დონის. არადა რომ ჰკითხო მათთვის ყველა ერთია და იქეთ შემოგედავებიან. სახალხო დამცველის თამადობით.

ასე რომ, ამ სპექტაკლის შემხედვარე ჩემი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია, რა სტრატეგი აქვს სახელმწიფოს და როდემდე უნდა გაგრძლედეს ეს შოუ და პატიმრებისათვის შეურაცჰყოფის მიყენება. არაფერს ვამბობ რომ "მიგდებული" კოვიდი ანადგურებს ქვეყანას", - წერს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დაკავებიდან 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ახლა მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა