თეგებით ძიება

"სააკაშვილის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით სამედიცინო საფუძველი არ არსებობს" - გიორგი პაპიაშვილი

"მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს", - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი, გიორგი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში. ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის", - წერს გიორგი პაპიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დაკავებიდან 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ახლა მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა