თეგებით ძიება

"იქნებ გაგვენთავისუფლებინა ყველა ჯალათი და მოძალადე, მათი ჯდომით ხომ არაფერი გამოსწორდება, ესენიც დავღუპოთ?" - გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"იქნებ გაგვენთავისუფლებინა ყველა ჯალათი და მოძალადე, რა მოხდა ეხლა, რაღაცა შეეშალათ, მაგათი ჯდომით ხომ არაფერი არ გამოსწორდება, მათი ნაწამები ხალხი დაიღუპნენ, ესენიც დავღუპოთ? ვინმე ყიფშიძევ, ალბათ მეტი გონიერება გმართებთ, თუმცა, ჯალათების თეთრხალათიან ვექილს, რა უნდა მოგთხოვოთ კაცმა..", - წერს გამსახურდია ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დაკავებიდან 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ახლა მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმმი გამოვიდა წინადადებით, რომ მკურნალობის მიზნით სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა