თეგებით ძიება

"სწორედ ამიტომ შეაგდო სასწორზე თავისი სიცოცხლე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა..." - ლევან ფერაძე

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან ფერაძე სოციალურ ქსელში აანალიზებს, თუ რატომ ჩამოვიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში.

"რატომ მიიღო სააკაშვილმა მისთვის მრავალი ცხადი და დაფარული რისკის შემცველი გადაწვეტილება, დაბრუნებულიო საქართველოში? გაიხსენეთ ე.წ. პრეზიდენტის და ზოგადად ხელისუფლების მიერ, შემოგდებული დისკუსია 3+3-ის ფორმატზე; ღია და ზოგჯერ უზრდელი დაპირისპირება ევროკავშირთან; აშშ-ს ელჩის არადიპლომატიური კრიტიკა; რუსეთის სურვილი საკუთარ, შიდა ტბად, აქციოს შავი ზღვა; აშკარა რუსული ორიენტაციის პარტიის დარეგისტრირება, გასაგები გახდება რომ დაწყებულია ქვეყნის რუსეთზე გადაბარების პროცესი, ამასთან პუტინისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიზნები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. ივანიშვილის მთავრობამ იმდენი მოიპარა მოკლე დროში რომ ნაქურდალის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება ქვეყნის რუსეთის პროტექტორატში გადაყვანაა, სრული კაპიტულაცია. დღეს მათი ძალაუფლება რეალურად მხოლოდ რუსულ ხიშტებს ეყრდნობა.

სწორედ ამიტომ შეაგდო სასწორზე თავისი სიცოცხლე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, იგი ნებისმიერ ჩვენგანზე უკეთესად ხედავს პოლიტიკურ პროცესებს და როგორც წესი ზუსტ პროგნოზებს აკეთებს.

დღეს თავიდან ვიწყებთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. პირადად ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს ვინ საით იდგა, ვის ვინ მოწონდა. მზად ვარ მივუტევო ყველაფერი ვინც ამ ბრძოლაში გულწრფელი იქნება, ვინც პრეზიდენტივით ყველაზე ძვირფასაც კი გაიღებს ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. "თავისუფლების ხეს პერიოდულად პატრიოტთა სისხლით სჭირდება მორწყვა", დაე ეს ჩვენი სისხლი იყოს და არა მომავალი თაობების", - წერს ლევან ფერაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა