თეგებით ძიება

"რაო იმ ექიმმა? სააკა ბადრაგს რომ ხედავს, უხერხულად არისო? " - ირაკლი ლატარია

ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე სოციალურ ქსელში წერს.

"რაო იმ ექიმმა? სააკა ბადრაგს რომ ხედავს, უხერხულად არისო? უხერხულად კი არა, თავისი დანაშაულებები ახსენდება, თავისი ბრძანებები და სულ აქვს შიშები, გონია შემოვა მუხაძე ან მეგის ქარდავა და ჩაიყვანენ პადვალში, სადაც მიაბავენ გვამზე ან დაახვედრებენ ვია გრა დალეულ კასტილიან მანიაკს.

აი ეს ჭირს მაგ ბოროტ არსებას, თორემ რა იცის მაგ დამპალმა რა არის უხერხულობა?", - წერს ლატარია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დაკავებიდან 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ახლა მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი გამოვიდა წინადადებით, რომ მკურნალობის მიზნით სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა