თეგებით ძიება

5 ივლისს ხელისუფლებამ ჟურნალისტები სათანადოდ ვერ დაიცვა - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მედია ჩეკერთან ინტერვიუში ამბობს, რომ სახელმწიფომ 5 ივლისს ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად უსაფრთხო გარემოა საქართველოში მედიის წარმომადგენლებისთვის, პაპუაშვილს მიაჩნია, რომ "ძალიან, უსაფრთხოა".

"ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია. ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს? ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები", — ამბობს პაპუაშვილი.


ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ ნახოთ mediachecker.ge-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა