თეგებით ძიება

,,ვინ არის ჯარჯი წიკლაური? ადეიშვილის დროს მისი ფუნქცია რა იყო, იცით?!..” - გია ხუროშვილი

ამერიკაში მცხოვრები გია ხუროშვილი ფეისბუქში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორზე, ჯარჯი წიკლაურზე წერს:

,,ვინ არის ჯარჯი წიკლაური? ჯარჯი არის ადეიშვილის დანიშნული პროკურორი! იმ პერიოდში, როცა 26 000 ქართველ ვაჟკაცს ბედუკაძე ციხეებში აუპატიურებდა და მერე ვიდეოს უღებდა. ჯარჯის ფუნქცია რა იყო, იცით?!

არც მეტი არც ნაკლები: მას როგორც პროკურორს, ციხეებზე ზედამხედველობა უნდა განეხორციელებინა!
ეს ე.წ. “სისტემური გაუპატიურების” სცენები გამეპარაო, უბრძანებია! გარდა იმისა, რომ ის მონა ყოფილა, იურისპრუდენციასთან ახლოს არაა! პრეზიდენტ პატიმარს ეჯიბრებოდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში,

მიშასთან თავის გატოლებაზე კომენტარს არ გავაკეთებ, უხერხულია, მაგრამ:
ვინმემ აუხსენით ჯარჯის, რომ ნებისმიერ პატიმარს აქვს უფლება, გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, და ამ უფლებას თავად ჩინჩალაძეც კი არ უარყოფს….
ეს შედის დაცვის უფლების განხორციელებაში (ამბობს სტრასბურგი).

მავანი მკითხავთ, მოსამართლე ჩინჩალაძე აქ რა მოსატანიაო? ჰოდა, შეგახსენებთ: სანამ მოსამართლე გახდებოდა, ჩინჩალაძე პროკურორი იყო და მან ერთ პროცესზე იურისპრუდენციის ,,მარგალიტი” შობა: როგორც პროკურორი ვიყენებ დუმილის უფლებასო. პროკურორნო, მაგა ქვეყნისანნო, გახსოვდეთ:
თქვენი ფუნქციაა საქმეზე ჭეშმაროტების დადგენა!”



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა