თეგებით ძიება

დრო ამოიწურა - სალომე ზურაბიშვილი აქტივისტებს არ შეხვდა

ქვეყნის მთავარსარდალი, საკუთარ მოქლაქეებს და მათ მოთხოვნებს საათზე მეტია სასახლიდან უსმენს და საბოლოდ მათ მაინც არ შეხვდა.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, თეონა დოლენჯაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს გასააზრებლად და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად დროს კიდევ მისცემენ.

"სიმართლე გითხრათ, არ მქონდა იმედი, რომ 3 საათამდე რამე გარდამტეხი მოხდებოდა და სალომე ზურაბიშვილი მიგვიღებდა, თუმცა ეს ამავე დროს, არ ყოფილა ულტიმატუმი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი პროცესი. მას კიდევ უნდა მივცეთ დრო, რომ გაიაზროს ეს ყველაფერი და ჩენთან შეხვედრა მაინც შეძლოს, იმიტომ, რომ დიალოგს რომ არ აქვს ალტერნატივა, ეს მას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. მან უნდა მოგვისმინოს, ნდა იფიქროს ამ ყველაფერზე კარგად და ეს ისტორიული შანსი მართლაც გამოიყენოს, იყოს მთავარი შემრიგებელი და მედიატორი ორ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, მე ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს უწყვეტად და მას კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა შემოუერთდეს, რადგან ჩვენ დღეს სხვა გზა არ გვაქვს, ჩენ დღეს თუ არ განვმუხტეთ ეს ყველაფერი, ხვალ შეიძლება ძალიან რთულ და შეუქცევად პროცესებამდე მივიდეთ", - განაცხადა დოლენჯაშვილმა.

ორბელიანების სასხლესთან ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვანები ,მსახიობები, ჟურნალისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იმყოფებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა