თეგებით ძიება

"ზუსტად 10 წლის წინ, მაშინ, როცა ყველა ნაძვის ხეს რთავდა, მე მოდულის დილეგში გამომამწყვდიეს!" - ლალი მოროშკინა

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა მის ცხოვრებაში 10 წლის წინ მომხდარ ფაქტებს სოციალურ ქსელში იხსენებს:

"რატომ ემადლიერები ივანიშვილს?
შენთვის რა გაუკეთებიაო?ზუსტად 10 წლის წინ,მაშინ როცა ყველა ნაძვის ხეს რთავდა, მე მოდულის დილეგში გამომამწყვდიეს!
- წავალ სამსახურიდან, მაგრამ ბორკილებს ვერ დაგადებთ, ჩემი ბიჭი თქვენი ფანია, რა პასუხი გავცე?
-შეასრულე შენი მოვალეობა, ნუ აალაპარაკებ გიენებს, მე კი როგორც კი გამოვალ შვილთან წამოგყვები...
მივუგე გაფითრებულ პოლიციელს და რაც შეიძლება ხმამაღლა, ისე რომ მოდულის შენობის გადაღმა შეკრებილ ჩემს გულშემატკივრებს გაეგოთ, " გაუმარჯოს საქართველოს ნაცების გარეშე"-ვიყვირე და ბორკილებიანი ხელები მაღლა ავწიე.

გავა სულ რაღაც 10 თვე და მე უკვე სხვა პატიმრებისთვის, რეჟიმის წინააღმდეგ ვიშიმშილებ გლდანის ციხესთან,
... პირველი ოთხი ფოტო-ჩემი ცხოვრების ამსახველია,
მეორე ოთხი, მოგვიანებით გადაღებული კადრები ფილმიდან, სადაც რეჟისორი მიხსნის რა არის ციხე.....
ბედის ირონია.

უცვლელი მხოლოდ ჩემი ძველი ჯინსის კურტკაა,რომელიც თავისუფლების სიმბოლოდ და თილისმად გადამექცა!
სად იყავით მაშინ ე.წ.არასაᲛთავრობოებო, ე.წ.უფლებადამცველებო? სად?
რატომ ერთხელ მაინც არ იკითხეთ რაზე ვწევართ და რას ვჭამთ???
სამაგიეროდ ჩემს გვერდᲘთ საქართველოს ნაღდი და უღალატო ნაწილი იდგა!
ბედნიერი დღე ყველას!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
მადლიერების გრძნობა კი უზენაესია!", - წერს მოროშკინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა