თეგებით ძიება

"სიმართლე რომ გაემხილა, ანტისხეულებს გადაუსხამდნენ და გადარჩებოდა" - რას წერს ქართველი ექიმი ქალზე, რომელსაც გაყალბებული კოვიდპასპორტი​ ჰქონდა ნაყიდი

საფრანგეთში, პარიზში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში მძიმე კლინიკური შემთხვევის შესახებ წერს, რომელიც ყალბი კოვიდპასპორტის გამოყენებას და ექიმების მოტყიების გამო კოვიდპაციენტის გარდაცვალებას ეხება.

"დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში პროგრესის ეპოქაში. პარასკევს რაიმონ პუანკარეს საავადმყოფოში კოვიდით დაიღუპა 50-ოდე წლის ქალი, რომელსაც არ აწუხებდა ქრონიკული პათოლოგია და "აპრიორი" სრულად ვაქცინირებული იყო.

რეანიმაცია საგონებელში ჩავარდა და სიკვდილის მიზეზის ძებნა დაიწყო. ანტისხეულები საერთოდ არ აღმოაჩნდა და ფაქტის წინაშე როცა დააყენეს ქმარი, აღიარა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი ყალბი იყო და ცოლმა აუკრძალა ამის გამხელა იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.

ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა. დამძიმებისას მაინც, რომ გაემხილა სიმართლე, მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს გადაუსხამდნენ და გადარჩებოდა.

სრულად ვაქცინირებულ ქმარს კონფლიქტი ჰქონდა ცოლთან აუცრელობის გამო, კინაღამ გაყრამდე მივედითო. არაბი ქალი არ იცრებოდა, ვაქცინა ღორისგან ყოფილა დამზადებული, წავიკითხეო. სამსახურში ტესტით დადიოდა, ვიღაც ჩლუნგ მავნეს "შეეცოდა" და დააკავშირა თაღლითთან, რომელმაც ყალბი სერტიფიკატი გადასცა.დღეს ეს ქმარი თავს იკლავს, ექიმებს რომ დაუმალა სიმართლე, მე დავღუპეო, გაიძახის და იმ თაღლითს უჩივის ყალბი სერტიფიკატისთვის.

განვითარებულ მედიცინას და მეცნიერებას არ ენდობიან, მავნე იდიოტების გავლენის ქვეშ საკუთარი სურვილით ირჩევენ სიკვდილს,"- წერს ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/klobjanidze/posts/5008891489129583


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა