თეგებით ძიება

"სახეზეც ვერ აღწერა მენეჯერმა, - ნიღაბი ეკეთაო, ქუდიც ეხურაო" - რა აჩუქეს ნათია ფანჯიკიძეს?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ყვავილები აჩუქეს, თუმცა ვინაობა მისთვის უცნობია.

"ბავშვობაში ყვავილები რომ მოჰქონდათ, უსახელოდ, უგვაროდ, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ზუსტად იცოდი, რომელი ყვავილი ვისგან იყო. არსებობდა ეს ულაპარაკო ურთიერთობა. ახლა კიდევ სიტყვების შინაარსიც აღარ გვესმის ხშირად. ვეცადე გამოცნობას და მესამე ადამიანმა რომ მიპასუხა, მე არ მომიტანიაო, გადავიფიქრე გამოკვლევის გაგრძელება, ასე როგორ უნდა დაყრუვდე ქალი, ვერ "იცნო" ადამიანი. მოკლედ, ულამაზესქოთნიანი, უხუჭუჭესი ყვავილი მომიტანეს დღეს, არც სახელი, არც გვარი, ისე უბრალოდ ვჩუქნიო. სახეზეც ვერ აღწერა მენეჯერმა, - ნიღაბი ეკეთაო, ქუდიც ეხურაო. ხოდა, უძვირფასესო სიკრეტ სანტა, თუ ახლომახლო ხარ - უზარმაზარი მადლობა. ამ წინასაახალწლოდ, ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერ ხასიათზე დავდექი", - წერს ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა