თეგებით ძიება

"გთხოვთ, გამონახოთ დრო და შემხვდეთ" - ელისო კილაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართავს

ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და შეხვედრას სთხოვს, რათა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმის მასალები გააცნოს.

"ქ-ნო პრეზიდენტო,მე მხარს ვუჭერ და ვეხმაურები თქვენს ინიციატივას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების თაობაზე.

გთხოვთ,გამონახოთ დრო და შემხვდეთ - მსურს თქვენც გაგაცნოთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მსჯავრის მასალები,რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმის ფიგურანტების შეწყალებას ეხება.

დარწმუნებული ვარ,დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ,ჭორებს აღარ აყვებით და პოზიციას -არა და არასოდეს,შეიცვლით !", - წერს კილაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა