თეგებით ძიება

"აკანკალებული მოვიდა, ახალგზრდა გოგო გადავარჩინე სიკვდილსოო.. გმირი ხარ, დაო !" - თბილისში ხიდიდან გადახტომას ქალი ცდილობდა

ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავქეყნებს და წერს, რომ ნინო ტაბატაძემ დღეს დიდუბე-დიღმის ხიდზე ქალი თვითმკვლელობისგან იხსნა.

"ჩემი დაქალი მოვიდა ახლა აკანკალებული ფერი არ ედო, ახალგზრდა გოგო გადავარჩინე სიკვდილსოო. ტაქსით მივდიოდი და დიდუბე -დიღმის ხიდთან დავინახე ახალგაზრდა ქალი ხიდზე იყო შემხტარი და ცალი ფეხი ~მოაჯირზე ქონდა გადადგმული, ტაქსის მძღოლს ვუკივლე გააჩერეო და როგორ მივვარდი, ფრთხილად დავუძახე ერთი წუთით ქალბატონო, მოატრილა სახე და წავიდა წინ ტანით ინერციითო, მოვავლე პალტოზე ხელი და მოვქაჩეოო, ერთ წამში გადაიკეტა დიდუბის ხიდი, მანქანებიდან გადმოხტნენ კაცები მოსაშველებლად, ჩავსვი გოგო ჩემს ტაქსში, ანგელოზივით ქალი იყო, მერე დაიწყო ტირილი, ჩავარდა ისტერიკაში, დავალევინე დამამშვიდებელი და მივიყვანე მის მეგობართანო. ნინო ტაბატაძე შენ დღეს ისეთი მადლიანი საქმე გააკეთე, უფალი გიშველის შენც და იმ ქალბატონსაც. ყოჩაღ რომ არ დაიბენი და წამებში მოასწარი! გმირი ხარ დაო ჩემს თვალში.პ.ს სანამ თვითმკვლელობას გადაწყვეტადა, თურმე წინ ეკლესიაში მისულა, მამაოსთვის უთხოვია მიჭირს დამელაპარაკეოო, გავთბები და გამოვალოო და ნახევარი სათი ელოდა თურმე მამაოს,მერე უფიქრია აიი ეტყობა ღმერთსაც არ უნდა რომ ვიცოცხლოვო და წასულა ხიდისკენ", - წერს ჯღარკავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა