თეგებით ძიება

"მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს..." - რა ფოტოს აქვეყნებს შოთა არველაძე?

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბ "მერანზე" წერს:

"ეს მნიშვნელოვანი და კარგი ტრადიციაა და მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს. გადამწყვეტი და ემოციური თამაშის წაგების შემდეგ, როცა გუნდი ახერხებს და საკუთარ თავში ამის ძალას პოულობს დასაფასებელია. მთელ რიგ საკითხებში ნორმად მივიჩნევთ იმას, რაც არანორმალურია და კარგია, რომ რაღაც პირიქითაც ხდება და მსგავსი ფაქტებით კარგი მაგალითები ჩნდება. მადლობა და წარმატებები FC Merani Martvili! FC Torpedo Kutaisi-ს ვულოცავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბათუმის მსგავსად, ამ ქალაქსაც ახალი სტადიონი სჭირდება!", - წერს შოთა არველაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა