თეგებით ძიება

"დედა-დედოფლის სინდრომია, როდესაც ქალი თვლის, რომ მხოლოდ თავადაა განსაკუთრებული" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ქალები სოციალიზებულნი არიან იმდაგვარად, რომ მუდმივ შეჯიბრებითობაში იყვნენ ერთმანეთთან და ჩვენ ვერ უარვყოფთ, თუ რამდენი ჩვენგანია ამის გავლენის ქვეშ მთელი ცხოვრება; იდეა მდგომარეობს შემდეგში - თუ შენ დისტანცირებას მოახდენ სხვა ქალებისგან და საკუთარ თავს კაცებს მიაკუთვნებ, ისინი(კაცები) არა მარტო სხვა ქალებზე წინ დაგაყენებენ და შენ ‘’აგირჩევენ’’, არამედ ისეთივე პატივისცემით მოგექცევიან, როგორსაც თავიანთი (კაცი) მეგობრების მიმართ იჩენენ. ამას ‘’ძალაუფლებასთან სიახლოვის ფენომენი’’ ქვია. იდეა, რომ თავის მიკუთვნება ადამიანთან/ჯგუფთან, რომელსაც ძალაუფლება აქვს, შენც მოგცემს წვდომას ამ ძალაუფლებაზე, - ამბობს კანადელი ქალთა უფლებების დამცველი ჯული ლალონდე. დახურულ ჯგუფში იდო ეს ციტატა და აქეთ წამოვიღე.
გამახსენდა კიდევ დედა ფუტკრის, დედა-დედოფლის სინდრომი, როდესაც ქალი თვლის, რომ მხოლოდ თავადაა განსაკუთრებული, ყველაფერს თავად მიაღწია და სხვა ქალების ბრალია, თუ მათ ვერ მიაღწიეს რამეს. ეს იდეა ძალზედ გავრცელებულია ქართულ პოლიტიკურ პარტიებში და კვოტების მოწინააღმდეგეთა შორის და პირდაპირ ბმაშია ზემოთ მოყვანილ იდეასთან", - წერს პატარაია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა