თეგებით ძიება

"სუპ რო ჭამდი, არაყ ლევდი?" - მაია დარსმელიძე

მუსიკოსი, მაია დარსმელიძე სავარაუდოდ, ჟურნალისტ ხატია სიჭინავას განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

“ჩვეეეეეენ, ასოთხმოცდარაღაცა ქვეყანას მთავრობა რომ არ გვეყოლება, არც დედა რომ არ გვეყოლება და ევაკუაცია რომ გვეყოლება და ქუჩაში ტყვიას რომ დაგვახლიან და ტყვია რომ გვეყოლება და მერე გამხეცებული ბალონკის ნიშანი რომ გამოექანება და ჩაგიხტება უბეში და მერე უბიდან რომ ამოგხედავს და ნაზად გკითხავს

– სუპ რო ჭამდი, არაყ ლევდი?

ეს ყველაფერი მინდა რაიმე საკაიფო საუნდტრეკის თანხლებით, ცოტა ლოუ ფაი ხარისხში, სადმე პოსტაპოკალიპტურ ლამინატზე და აფეთქებული შუბით…

ბევრს ვითხოვ?", - წერს დარსმელიძე.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ განაცხადა, რომ ქვეყნებს აღარ ეყოლებათ მთავრობა და მათ გააკონტროლებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მოქალაქეებს აღარ ექნებათ სახლების ფლობის და თავისუფლად გადაადგილების უფლება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა