თეგებით ძიება

"ანტივაქსერები მწერენ გაგანადგურებთო... ავტოკატასტროფას თუ მომიწყობენ" - რას წერს ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი მუქარის შესახებ წრრს, რომელსაც ანტივაქსერები მის მიმართ ახორციელებენ.

"ანტივაქსერების ახალი სტრატეგია. პირადში მწერენ გაუთავებლად უშიშროებას არ სძინავს და გაგანადგურებთო. არ ვიცი როგორ წარმოუდგენიათ ეს განადგურება. ნიუ-იორკში ავტოკატასტროფას თუ მომიწყობენ, თორემ ჩაის არ ვსვამ და პოლინიუმს ვერ მაყლაპებენ. ან რატომ უნდა ხარჯონ ბიუჯეტის ფული ჩემზე. რომელი მნიშვნელივანი ფიგურა მე ვარ. იქნებ სისულელეების წერაში რა ფულსაც უხდით ამ საციდავებს, იმით საშობაოდ საჭმელი გეყიდათ მშიერი ბავშვებისთვის.
მართლა ვერ ხართ...

P.S. ჩემი ცხვირის სიგრძეს აპროტესტებენ კიდევ ორკესტრირებულად. ასეთი სულელები როგორ ხართ მართლა, ყველა ერთი და იგივე ტექსტს რომ იწერება. ფანტაზიის უფლება მაინც მიეცით... იქნებ მათი გემოვნება არ ემთხვევა მესიჯის ავტორისას და თვალები არ მოსწონს სხვას...", - წერს ნანა გეგეჭკორი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა