თეგებით ძიება

"2022 წელს ჩვენ გვექნება არაერთი სიახლე როგორც ვაქცინების, ასევე წამლების მხრივ" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ 2022 წლის ივნისისათვის დედამიწის უმრავლესობა აცრილი იქნება.

"საფრანგეთში აქტიურ და დასკვნით ფაზაში (მე-3 კლინიკური კვლევა) შევიდა სანოფის (Sanifi- GSK) მიერ დამზადებული კოვიდის ვაქცინა. დეტალური შედეგები, სავარაუდოდ, ცნობილი იქნება 2022 წლის მარტი/აპრილში.

ფაქტია, რომ 2022 წლის ივნისისათვის დედამიწის უმრავლესობა იქნება აცრილი და მთელი ყურადღება ახლა გადატანილია ბუსტერ დოზებზე, რომელიც იქნება უფრო “ძლიერი” და უფრო “გრძელვადიანი”.

2022 წელს ჩვენ გვექნება არაერთი სიახლე როგორც ვაქცინების, ასევე წამლების მხრივ.

მანამდე გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ დახურული სივრცეები და არ გამოტოვით ბუსტერ ვაქცინა.
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა