თეგებით ძიება

"ორმა გამაკავა და ძირს დამაგდო, ორმა კი ტანსაცმლის გახდა სცადა, თან ხელებს მისვამდნენ და კოცნას ცდილობდნენ" - 6 წლის გოგოზე ბიძაშვილმა და კლასელებმა იძალადეს

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტრორია ვრცელდება:

"გამარჯობა.
მინდა, ჩემი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც დაახლოებით 6-7 წლის ასაკში გადამხდა.
თავიდანვე განსხვავებული ბავშვი ვიყავი, სხვა გოგოები თუ ბარბებით თამაშობდნენ და პრინცესობაზე ოცნებობდნენ, მე ბიჭებთან ერთად ფებურთი თამაში მერჩივნა და პოლიციელობაზე ვოცნებობდი. ყოველთვის ბიჭებთან ერთად დავდიოდი.

ერთხელ, როდესაც სკოლიდან მოვდიოდი, ბიჭებმა მითხრეს, წამოდი მოკლეზე წავიდეთო. მე რა თქმა უნდა, გავყევი და ერთი წუთითაც არ მიფირია, რომ რამე ცუდს დამმართებდნენ, რადგან ერთი ჩემი კლასელი იყო, ერთი ჩემი ბიძაშვილი და ორი მისი კლასელები, ჩემზე ერთი წლით იყვნენ უფროსები.

მოკლე გზა გრძელი უფრო იყო, სულ გორები იყო ასავლელი და არავინ არ ცხოვრობდა იქ. შუა გზაში ვიყავით, როდესაც ძალიან უცნაურად დაიწყეს მოქცევა. ხელებს მიფათურებდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. ორმა გამაკავა და ძირს დამაგდო, ორმა კი ტანსაცმლის გადა სცადა, თან ხელებს მისვამდნენ და კოცნას ცდილობდნენ.

მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რას მიპირებდნენ მაგრამ ვხვდებოდი, რომ კარგი არაფერი მელოდა.
დღემდე არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ შევძელი და გამოვიქეცი. სახლში მთლიანად ტალახში ამოსვრილი და ბოლო ხმაზე მომტირალი მივედი. ყველა მაშინვე დამესია და მეკითხებოდნენ, რა დამემართა, მაგრამ სიმართლე ვერ ვუთხარი, უბრალოდ ვუთხარი რომ დავეცი.

მინდოდა მოყოლა, მაგრამ მეგონა, რომ მე დამადანაშაულებდნენ და შემიძულებდნენ.
ძალიან რთული იყო ჩემთვის მათი ყოველდღე დანახვა. სულ მეშინოდა და ძალიან ჩაკეტილი გავხდი, არც მეგობრები მყავდა და არც - არავინ. ყველა კაცის მეშინოდა, მამაჩემთან ერთადაც კი მეშინოდა მარტო დარჩენა და სულ გავრბოდი.

მე-6 კლასიდან უკვე ბულინგის მსხვერპლი გავხდი ისევ იმ ბიჭების მხრიდან, მაგრამ სხვებიც არ მაკლებდნენ. ხელითაც ბევრჯერ შემხებიან და ბევრი დაზიანებაც მიმიღია მაგრამ მე ისევ ვდუმდი და არავის არაფერს ვეუბნებოდი. ჩემს მშობლებს გავურბოდი არ მინდოდა, რამე გაეგოთ, მაგრამ მაინც ამჩნევდნენ, სკოლაშიც ბევრჯერ მოვიდნენ, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა და ვერაფერი გაიგეს.
ეს ყველაფერი 3 წელი გრძელდებოდა. ძალიან ხშირად ვფიქრობდი თავის მოკვლაზე, უკვე ძალიან ცუდად ვყავი. ბოლოს წამლებით და წყლით ხელში აბაზანაში ვიყავი, როდესაც ბოლო წამს ჩემმა დამ შემომისწრო და მომიწია ოჯახისთვის ყველაფრის მოყოლა. მეშინოდა, რომ ვერ გამიგებდნენ და მე დამადანაშაულებდნენ, მაგრამ მათგან უდიდესი მხარდაჭერა და სიყვარული მივიღე. მაქსიმალურად დამიდგნენ გვერდით, მიიღეს საჭირო ზომები დაელაპარაკნენ სკოლის დირექციას და ამ ბავშვების მშობლებს და ისინი მკაცრად დასაჯეს. მაგრამ იმ ამბის მოყოლას მაინც ვერ ვბედავდი.

ამ ყველაფერმა ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამაძლიერდა, ჩემი თავის დაფასება ვისწავლე. შევიძინე ბევრი მეგობარი და იმდენად გავძლიერდი, ბულინგს კი არა, ზედმეტ სიტყვასაც ვეღარავინ მიბედავდა.

მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც შევძელი და ჩემს მეგობრებს ყველაფერი მოვუყევი იმ ამბავის ჩათვლით. უდიდესი მხარდაჭერა მივიღე მათგანაც. ბოლოს კი, მათი დაჟინებული მოთხოვნით, დედაჩემსაც მოვუყევი ეს ყველაფერი. კინაღამ გაგიჟდა, ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ გამეშვა, თავისუფლად მოკლავდა ოთხივეს მაგრამ გავაჩერე.

ამის შემდეგ უფრო და უფრო ხშირად ვყვებოდი ამ ამბავს და თითქოს ყოველ ჯერზე ვთავისუფლდებოდი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავთავისუფლდი. ხშირად მესიზმრება და შეშინებული ვიღვიძებ. დღეს უკვე 19 წლის ვარ, ძალიან ძლიერი და ამაყი, რომ შევძელი და ეს ყველაფერი ვთქვი და არ გავჩუმდი. დღეს ბევრს ვეხმარები და კიდევ ბევრს დავეხმარები ასეთი ამბების გადატანაში.

უბრალოდ გთხოვთ, არ გაჩუმდეთ!!! ილაპარაკეთ და დაიმახსოვრეთ: თქვენ არაფერში ხართ დამნაშავე! არ უნდა დარჩეს ასეთი ხალხი დაუსჯელი. იყავით ძლიერები და ბედნიერები".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა