თეგებით ძიება

"სანამ არაპროფესიონალები იქნებიან გადაწყვეტილებების მიმღებები, ჩვენ ვიქნებით ამ ორმოში" - გიორგი ფხაკაძე სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო!
პროფესიონალიზმი უნდა დაფასდეს!
სანამ არაპროფესიონალები იქნებიან გადაწყვეტილებების მიმღებები, ჩვენ ვიქნებით ამ ორმოში, თან გამოსვლის არანაირი პრესპექტივის გარეშე…
დროა, ტექნოქრატებმა და პროფესიონალებმა მართონ ქვეყანა და არა …… თქვენ გააგრძელეთ, უფრო კარგად გამოგივათ ….
ყველა დაიღალა …", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.

დღეს, პრეზიდენტმა განაცხადა: "ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში, არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა