თეგებით ძიება

"ეს ფოტო ერთი წლის წინ, კიევში გადავუღე. ამ ჩასვლაზე განსაკუთრებით უხასიათოდ მომეჩვენა" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მესამე პრეზიენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ეს ფოტო ერთი წლის წინ, კიევში გადავუღე. ამ ჩასვლაზე განსაკუთრებით უხასიათოდ მომეჩვენა და ვუთხარი კიდეც, მგონი დეპრესიაში ხართთქო, არ მიპასუხა.
მე არ ვიცი საბოლოოდ ვისი სიტყვა აღმოჩნდა გადამწყვეტი, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნება იყო, ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ საკუთარ თავთან გასწორდა.

მითების დანგრევის მიღმა, ადამიანური ბუმერნგები უფრო საჭიროა ხშირად, რომ ფსკერს ხელი დავადოთ და შემდეგ ისევ ამოვყვინთოთ. დარწმუნებული ვარ, მიშა ახლა უკვე ამოყვინთავს.

ადამიანური იმედგაცრუებების და ძალიან დიდი რისკების მიღმა (საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე) საკუთარი შეხედულებების გადაფასების შანსიც ახლა მისცა ცხოვრებამ და მე ვიტყოდი რომ 2003 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს.

ვუსურვებ ჯანმრთელობას და ხალხის სიყვარულს, (რაც სინამდვილეში ყველაზე მეტად კვებავს) დანარჩენს თვითონ მიხედავს. სულ რომ მარტო დარჩეს.
დაბადების დღეს გილოცავ მიშა.

ძალიან მინდა გაიმარჯვო", - წერს ჟორჟოლიანი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა