სკეტჩებში ვმონაწილეობ, გარეგნულად არაფერი მეტყობა, მაგრამ კაცმა არ იცის, რა მჭირს შინაგანად - რას ამბობს ლაშა გაბუნია მასზე გავრცელებულ პოსტებზე?
"კომედი შოუს" მსახიობი ლაშა გაბუნია რამდენიმე თვეა რაც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის. ხუთი წლის წინ ავარიის დროს მიღებულმა ტრავმამ წლების შემდეგ იჩინა თავი და მსახიობს ხერხემალზე რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. მათ შორის ერთ-ერთი ივლისში, თურქეთში ჩაუტარდა. მაშინ საზოგადოება გაერთიანდა, რომ ლაშასთვის ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეეგროვებინათ.
ბოლო ორი კვირაა სოციალურ ქსელში ლაშას ფოტოს ისევ აზიარებენ და წერენ, რომ დახმარება სჭირდება. როგორც გავარკვიეთ, ეს ლაშასგან დამოუკიდებლად ხდება და ხალხი, ძველ ფოტოს აზიარებს, დახმარების ტექსტით. ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ფულადი დახმარება არ სჭირდება, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ გამოსწორებულა
"ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ფინანსური დახმარება აღარ მჭირდება, ალბათ ძველი პოსტები ზიარდება. სკეტჩებში ვმონაწილეობ, გარეგნულად არაფერი მეტყობა, მაგრამ კაცმა არ იცის, რა მჭირს შინაგანად. ჩემი ჯანმრთელობა ახლაც მძიმეა, მაგრამ ისე, რომ განცხადება გამოქვეყნდეს, არა..."- განაცხადა ლაშა გაბუნიამ