საქართველოს რომელ ქალაქებშია ჰაერის დაბინძურება ყველაზე მაღალი?
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში და მარნეულში ამ დროისთვის ჰაერის დაბინძურება ნორმაზე მაღალია.
მონიტორინგი ხორციელდება საბაზისო დამბინძურებლებზე, მაგალითად ისეთზე, როგორიც არის PM2.5 – მტვრის მყარი ნაწილაკები, ადამიანის ორგანიზმისა და რესპირატორული სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო ნაწილაკი. საქართველოში PM2.5-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა 25 მკგ/მ3 არის.
ონლაინ რეჟიმში აღრიცხული მონაცემებით აღნიშნულ ქალაქებში PM2.5-ის დონე ასეთია:
თბილისი, აღმაშენებლის გამზირი - 37.46 მკგ/მ3
რუსთავი, ბათუმის ქუჩა - 37.52 მკგ/მ3
მცხეთა, რუსთაველის ქუჩა - 52 მკგ/მ3
მარნეული, სოფელი წერეთელი - 61 მკგ/მ3
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“