კოალიციური ევროპული მმართველობა არის ამ ქვეყნის მომავალი და არა ივანიშვილის სანოტარო ბიურო - ნიკა მელია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს და 2 კარავი გაშალეს.
აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერები 24-25 ნოემბრის გეგმებზეც გააკეთებენ განცხადება.
"ყველაზე ევროპული არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა. მმართველობა გადაანაწილა 4 სუბიექტზე, იმიტომ რომ ევროპული მმართველობა უნდა.
კოალიციური ევროპული მმართველობა არის ამ ქვეყნის მომავალი და არა ივანიშვილის სანოტარო ბიურო. - განაცხადა"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ.