თეგებით ძიება

"ვინც არ ეგუება უსამართლობას, ფასების მომატებას, გაბუქებულ კომუნალურებს და ტყუილებში ცხოვრებას, ერთად გავაპროტესტოთ…" - პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.

"ვინც არ ეგუება უსამართლობას, ფასების მომატებას, ამდენ ცრუ დაპირებებს, გაბუქებულ კომუნალურებს და ტყუილებში ცხოვრებას, ერთად გავაპროტესტოთ… ერთად მივაწვდინოთ ხმა პრემიერს, დაგვანახოს გაზრდილი ეკონომიკა, ოღონდ მისი ჯიბის მაგალითით არა, ხალხის მაგალითით დაგვანახოს…

ხმა გავაგონოთ კალაძეს, აბრიალებული ნაძვის ხის დაშლის მერეც გვინდა არსებობა და იმედია ჩვენც არ გვეტყვის-,,გამოქანდითო”…
ჰოდა, ყველა პრობლემაზე ერთად ვისაუბროთ!…", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა