თეგებით ძიება

"ეს "საბაგარო" კი გახდა ახალი წლის მთავარი თემა, ამასობაში" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია სამგზავრო ბარათების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ეს "საბაგარო" კი გახდა ახალი წლის მთავარი თემა, ამასობაში. მცირე მასშტაბის "ავეჯის გადაზიდვის სერვისი - 25 60 60" გამოვიდა, თავის ცნობილი ხმით.
მე, მაგალითად, ვერც გავიგებდი ამ სამგზავრო ბარათების არსებობას, რომ არა "საბაგარო", - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა სამგზავრო ბარათის ფოტოები, სადაც ჩამონათვალში ავტობუსთან, მიკროავტობუსსა და მეტროსთან ერთად "საბაგარო" წერია. დღეს გახდა ცნობილი, რომ ბარათების გაყიდვა 10 იანვრამდე შეჩერდა გაპარული შეცდომის გამო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა