თეგებით ძიება

"რა "უბედურებაა", აკი მითხრეს, როგორ უნდა მიყვარდეს, "რეცეპტიც" გამომიწერეს, ოღონდ..." - რას წერს თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს სიყვარულსა და პატრიოტიზმზე სოციალურ ქსელში წერს:

"ყველაზე მეტად რაც
მიკვირს, ის კითხვაა, აი ახლა ცოტა ხნის წინ ერთი კარგი ნაცნობი რომ შემხვდა და მკითხა:" კაი რა თაკო, არ დაიღალეე?? გაატარე რა, იცხოვრე რააა, წადი შენს შვილთან კონცერტებზე, ხან ერთ ქვეყანაში, ხან მეორეში, კარგი "ფეხზედამდგარი" ოჯახი გაქვს, რა გინდა მეტი?!"( ნუ რა "ჯანდაბა" გინდაო არ უთქვამს, მაგრამ ვფიქრობ იგულისხმა უთუოდ )ჰოდა ახლა ფეხით მოვუყვებოდი ქუჩას პირბადის გარეშე, ჰაერიც ჩავისუნთქე, ცოტა ღიმილისმომგვრელად "ცარიელი" კი ვარ, ცოტა "იდიოტის " შეგრძნებით, მართლა რა " ჯანდაბა" მინდა ან ასე უსაშველოდ ქვეყნის სიყვარულიც რა "უბედურებაა", აკი მითხრეს, როგორ უნდა მიყვარდეს , უნდა მიყვარდეს კი ბატონო "რეცეპტიც" გამომიწერეს ოღონდ: "ზომიერად უნდა გიყვარდესო, ზომიერადო, ნაკლები ემოციითო, ცოტა "ფეხებზე დაკიდებითო", რა ვერ გაიგეო???

ჰოდა მე კიდევ ...... ამ მამაჩემმა ეგრე არაო ბავშვობაში მითხრა (სულ ჯანუკის ბრალია) ზომიერად არა " განსაცვიფრებლადო" -გასაოცრადო -საკვირველადო ასე მითხრა, მართლა ასე მითხრა "მთავარი მაინც მამული არის, განსაცვიფრელად არის მთავარიო"! ჰოდა, კი დავდივარ ახლა ფეხით სუფთა ჰაერზე პირბადის გარეშე "გაღიმებული" უცნაური " მორჩილების "შეგრძნებით, მაგრამ მაინც რა " გამოუსწერებელი უბედურებაა", რომ "განსაცვიფრებლად" მიყვარს ეს ქვეყანა!", - წერს ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა