თეგებით ძიება

"არ აქვს რუსეთს ის შესაძლებლობები, რომ უკრაინა დაიპყროს" - ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული რუსეთ-უკრაინის ომზე სოციალურ ქსელში წერს:

"პუტინი ცდილობს ფსიქოლოგიურად გააფუჭოს უკრაინა და დააპანიკოს მოსახლეობა. ახლა წავა ინტენსიური საინფორმაციო დივერსიები.
მთავარია უკრაინელებს ახსოვდეთ, რომ ეს რუსული არმია ვერ შეძლებს მათი ქვეყნის დაპყრობას. ეს ჰიბრიდული ომია; ანუ ნამდვილი ომის მოდელირებული იმიტაცია.
ამიტომ არ იყო საჭირო განცხადებები საზღვარგარეთიდან, რომ რუსეთი სასტიკი ბრძოლებით შევიდოდა და რომ 72 საათში კიევი დაეცემოდა. მართალი იყო პრეზიდენტი ზელენსკი. ცხადია არც ტელევიზიით დაბომბვის პირდაპირი გადაცემა და დაპანიკებული უცხოელი ჟურნალისტები ქმნიან სასურველ ფსიქოლოგიურ აურას.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პუტინისთვის რაიმეს დათმობა ახლა, თორემ ერთ დღეს, სანამ მოკვდება, მესამე მსოფლიო ომსაც გაახერხებს.
თუ უკრაინა მაგრად დადგება, პუტინის რუსეთი აუცილებლად დასრულდება.
უკრაინას ახლა გამხნევება სჭირდება და არა კიდევ უფრო დაპანიკება.
არ აქვს რუსეთს ის შესაძლებლობები, რომ უკრაინა დაიპყროს. ეს შეუძლებელი იქნება, თუ უკრაინელები ირწმუნებენ საკუთარ ძალას.
გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას!", - წერს გურული.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა