თეგებით ძიება

"ახლა, როცა უკრაინის მოვლენებმა ბევრს თვალი აუხილა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რა მოხდა 2008 წელს" - ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია რუსეთი-უკრაინის ომზე წერს:

"გთხოვთ, გააზიაროთ !
მთელი დღე მოვანდომე ამ სტატუსის შედგენას. ახლა, როცა უკრაინის მოვლენებმა ბევრს თვალი აუხილა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რა მოხდა 2008 წელს.
როგორ დაიწყო რუსეთმა საქართველოში ომი - ფართო სურათი და მოვლენების ქრონოლოგია. 2008 წელი.
⚫️ 5 იანვარი
ქვეყნის შიგნით ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით ხდება საქართველოს პრეზიდენტი
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართა პლებისციტი. ამომრჩეველთა 77 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
⚫️ 20 იანვარი
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოფიციალურ შეხვედრას სერგეი ლავროვთან მართავს. ,,კიდევ ერთხელ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების გამოსწორება. ამას ქართველი ხალხისთვის ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს"
⚫️ 22 იანვარი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი მოროზოვი : ,,თუ ევროკავშირი წავა კოსოვოს პრობლემის გადაწყვეტაზე, შედეგების გაუაზრებლად, მაშინ ისინი მალე მიხვდებიან, რომ ასეთი შედეგები დადგება. ერთ-ერთი ასეთი შედეგი იქნება სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში".
⚫️ 31 იანვარი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს უწყების ინფორმახიით, ”მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დიალოგის გაღრმავებისა და ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციისათვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისათვის. საუბარი ქართული მხარის ინიციატივით შედგა.
⚫️ 1 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი : ,,მე მინდა ყველას გვესმოდეს, საქართველო იმყოფება ძალიან, ძალიან რთულ პერიოდში საგარეო თვალსაზრისით... უხლოეს კვირაში დაიწყება კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის პროცესი დასავლეთის მიერ. ეს უქადის ჩვენ ქვეყანას ძალიან სერიოზულ ქარიშხალს და შტორმს".
⚫️ 1 თებერვალი
რიჩარდ ლუგარმა, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) შეთავაზებას აპრილში ბუქარესტის სამიტზე.
⚫️ 1 თებერვალი
ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტებმა ვალდას ადამკუსმა და ლეხ კაჩინსკიმ ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ.
⚫️ 4 თებერვალი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გადახედოს თავის ”ზომიერ” პოზიციას თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებით იმ შემთხვევაში, თუ ევროპული სახელმწიფოები აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.
⚫️ 4 თებერვალი
თემურ იაკობაშვილი, ახალდანიშნული სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, მომხრეა სოხუმსა და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგში ყველა თემას მოეხსნას ტაბუ.
⚫️ 5 თებერვალი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის სერგეი მირონოვი : ”თუ კოსოვო ამას გააკეთებს, მე, როგორც პარლამენტარი, დაჟინებით მოვითხოვ, რომ რუსეთმა გადახედოს თავის პოზიციებს, დეკლარაციებს და განცხადებებს აფხაზეთზე, დნესტრისპირეთზე და სამხრეთ ოსეთზე. რუსეთს შეუძლია და ვალდებულია ეს გააკეთოს".
⚫️ 8 თებერვალი
კოსოვოს დამოუკიდებლობა გახდება პრეცედენტი, რომელიც სხვა გაყინული კონფლიქტების ესკალაციას გამოიწვევს, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა მიუნხენის კონფერენციაზე.
⚫️ 10 თებერვალი
პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვს შეხვდა უსაფრთხოების საკითხებზე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აპირებს მოსკოვში გამგზავრებას დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას.
⚫️ 13 თებერვალი
საქართველოს სტუმრობენ გერმანიის, იტალიის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის ელჩები ნატო-ში.
შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან, თავდაცვის სამინისტროში. საუბარი შეეხო MAP-ზე გადასვლის პერსპექტივებს. ნატოს სამიტის წინ, რომელიც აპრილში ბუქარესტში გაიმართებმა, ელჩებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში მისწრაფების მხარდაჭერას.
⚫️ 14 თებერვალი
კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარება დაანგრევს საერთაშორისო წესრიგს და ქვეყნების ტარიტორიულ მთლიანობას, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთის" თვითგამოცხადებულ რეგიონებზე მიანიშნებს.
⚫️ 14 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი :
”ჩვენ მივიღეთ წინასწარი დასტური რუსეთიდან, რომ რუსეთი მზად არის ერთობლივი სასაზღვრო პუნქტების გახსნას და საბაჟო პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში და ეს ხსნის დაბრკოლებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე”
⚫️ 14 თებერვალი
ვლადიმერ პუტინი : აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი, დნესტრისპირეთი არსებობენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჩვენ მუდამ გვეუბნებიან - კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევააო. ეს ტყუილია, არავითარი განსაკუთრებული შემთხვევა იქ არ არის და ეს ყველას მშვენივრად ესმის
⚫️ 14 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი : რუსეთიდან ”პოზიტიურ სიგნალებთან” ერთად მოდის ასევე ”ძალიან საგანგაშო სიგნალები” აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით.
⚫️ 14 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილი :
”ჩვენ მივიღეთ წინასწარი დასტური რუსეთიდან, რომ რუსეთი მზად არის ერთობლივი სასაზღვრო პუნქტების გახსნას და საბაჟო პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში და ეს ხსნის დაბრკოლებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე”
⚫️ 14 თებერვალი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც გამოთქვამს ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP) მიერთების მზადყოფნას და სთხოვს ალიანსს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული წერილი ნატოს შტაბბინაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პირადად გადასცა ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს. საქართველომ MAP-ის მიღების თაობაზე მიმართვა ნატოს აპრილში, ბუქარესტში დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა.
იმავდროულად, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 13 თებერვალს მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და უკრანისთვის MAP-ის დამტკიცებას.
⚫️ 15 თებერვალი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მოსკოვში სერგეი შამბას მასპინძლობს.
საგარეო უწყება : ,,კოსოვოს დამოუკიდებლობის გაეროს უშიშროების საბჭოს ცნობილი გადაწყვეტილებების გვერდის ავლით აღიარების შემთხვევაში, რეგიონური კონფლიქტების მიმართ რეალიზებული იქნება მიდგომა, რომელიც აშკარა ორმაგ სტანდარტებს დაეფუძნება. მხარეებმა განიხილეს შემდგომი ურთიერთქმედება მოსკოვსა და სოხუმს შორის"
⚫️ 15 თებერვალი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო :
”კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და მისი აღიარება უდავოდ გასათვალისწინებელი იქნება აფხაზეთსადა სამხრეთ ოსეთთან მიმართებით"
⚫️ 16 თებერვალი
თბილისი აცხადებს რომ რუსეთთან ”კეთილმეზობლური” ურთიერთობების აღდგენას არ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე და პროტესტს გამოთქვამს იმ განცხადების გამო, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ 15 თებერვალს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით გააკეთა.
⚫️ 16 თებერვალი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ურჩია რუსეთს ”ცეცხლს ნუ ეთამაშება ” იმ განცხადებებით, რომ შესაძლოა, აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ”მოსკოვში ჩასვლისას საშუალება მექნება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით და ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტური ზონების თემები პრეზიდენტ პუტინთან ერთად განვიხილოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
⚫️ 17 თებერვალი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე :
”რუსეთი იმუქრება, რომ სცნობს დამოუკიდებლობას აფხაზეთისა და ცხინვალისა. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ქართველი ადამიანები, ქართველი ხალხი განსხვავდება თავის აზროვნებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ სულ ყველა – ხელისუფლება, ოპოზიცია, ეკლესია, მორწმუნე, ხალხი ერთი აზრის, რომ საქართველო იყო და უნდა დარჩეს მთლიანი სახელმწიფო. მე არა ერთხელ მითქვამს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომ სეპარატიზმი არის გადამდები სენი და ეს უნდა ახსოვდეს ყველას და ეს უნდა ახსოვდეს რუსეთსაც. მე დიდ პატივს ვცემ რუსეთის კულტურას, მეცნიერებას, მის დიდ ისტორიას, ფილოსოფიას, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ ასეთი ტონით ასეთი ლაპარაკი საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, არ შეიძლება”.
⚫️ 17 თებერვალი
კოსოვოს აღიარება
საქართველო არ უერთდება კოსოვოს აღიარებას.
⚫️ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე :
,,კოსოვო ვერ იქნება მოდელი აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთისთვის" და მისი პრეცედენტად განხილვა თავად რუსეთის ინტერესებში არ შედის. კოსოვოში ადგილი ჰქონდა გენოციდს და ეთნიკურ წმენდას. ასე რომ, ბუნებრივია, ნებისმიერი შედარება კოსოვოსი, თითქოსდა ერთი შეხედვით ამ ტიპის საკითხებთან, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და სრულიად მიუღებელი"
⚫️ აშშ-ისს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ”კოსოვო ვერ იქნება მიჩნეული პრეცედენტად სხვა სიტუაციებისთვის დღევანდელ მსოფლიოში”
⚫️ 18 თებერვალი :
რუსული გაზეთი ”კომერსანტი” იტყობინება კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთის პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, რომელიც აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთთან" ახალი დონის ურთიერთობებს ითვალისწინებს. ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი იქნება რუსეთის ფედერაციის ”წარმომადგენლობების” გახსნა ამ რეგიონებში.
⚫️ 19 თებერვალი :
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი :
,,ამერიკის შეერთებული შტატები არ იზიარებს კოსოვოს შემთხვევის სხვა კონფლიქტებთან დაკავშირების მცდელობებს. რუსები ამბობდნენ, რომ კოსოვო პრეცედენტი გახდებოდა აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთისთვის. ჩვენ უარი ვთქვით ამ კონფლიქტებთან კოსოვოს დაკავშირების მცდელობებზე. აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"
⚫️ 19 თებერვალი :
სერგეი შამბამ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებზე კოსოვოს დამოუკიდებლობის თემა წამოწია წინ და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადახედოს მიდგომებს აფხაზეთთან მიმართებით.
⚫️ 21 თებერვალი :
დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. წლების შემდეგ სააკაშვილმა ეს შეხვედრა ასე გაიხსენა : "მან დაიწყო საუბარი კოსოვოს შესახებ. გაგვაფრთხილა, ბიჭებო, კოსოვო მზადდებაო. როდესაც მე ვიკითხე, ჩვენ ამასთან რა შუაში ვიყავით, მან გაუპატიურებაში სტაჟიანი მოძალადის ტერმინოლოგიით გვიპასუხა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება. პუტინმა გვითხრა, ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშია, თქვენ უბრალოდ მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება, ჩვენ კი გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა"
მიხეილ სააკაშვილი ასევე იხსენებს, რომ იმ შეხვედრაზე პუტინი ჩრდილოეთ კვიპროსის მსგავსი სცენარით დაემუქრა.
⚫️ 23 თებერვალი :
რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს დეპარტამენტის უფროსი ანდრეი კელინი :
”რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი არსებობს, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას.ნატოში მისწრაფების კონტექსტში, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღოს კანონი, რომ მის ტერიტორიაზე არ განათავსებს უცხოურ ბაზებს".
მოსკოვის მიერ წაყენებულ სხვა პირობებს შორის არის საქართველოს თანხმობა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ”თუ საქართველო ვერ გამოიჩენს დიდსულოვნებას, რომელსაც მოსკოვი მოელის, რუსეთს ყოველთვის შეუძლია უფრო გადამწყვეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთს”, - წერს გაზეთი კომერსანტი.
25 თებერვალი
⚫️ აფხაზეთის, ,,სამხრეთ ოსეთისა" და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები კოსოვოს დამოუკიდებლობის ფონზე ერთობლივი პოლიტიკის კოორდინირების მიზნით შეხვედრას გეგმავენ.
⚫️ 27 თებერვალი
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს გეგმავს 1-5 მარტს, - აცხადებს ,,აფხაზეთის გენშტაბის "უფროსი, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ზაიცევი.
⚫️ 2 მარტი
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ხდება. ქვეყნის რეალურ მმართველად ( პრემიერ-მინისტრის სავარძლიდან) კვლავ პუტინი რჩება.
⚫️ 3 მარტი
აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან 1 მარტს მის ტეხასის რანჩოზე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო ”მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს” გაუგზავნის საქართველოს და უკრაინას ბუქარესტში აპრილში დაგეგმილ სამიტზე.
⚫️ 3 მარტი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში თავის პოლონელ კოლეგასთან ლეხ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი მიზანია ფართო კოალიციის შექმნა, რომელიც მხარს დაუჭერს ბუქარესტში, აპრილის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) დამტკიცებას
⚫️ 5 მარტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოს შტაბბინაში საქართველოს მიმართ განწყობა ”პოზიტიურია”.
⚫️ 5 მარტი
მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მედვედევის ადმინისტრაციის განცხადება :
”დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ წარსულში გაშვებული შანსებისა, შესაძლებელი იქნება კონსტრუქციული დიალოგის გამართვა რუსეთსა და საქართველოს შორის ნამდვილად მეზობლური ურთიერთობების ჭრილში. ორივე მხარემ მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობისა და რეგულარული კონტაქტებისთვის”.
⚫️ 6 მარტი
ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებაზე შეუერთდნენ ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმას.
⚫️ 6 მარტი
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე მიერთების თაობაზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ 2-4 აპრილს ბუქარესტში დაგეგმილ სამიტამდე მსჯელობა ამ საკითხზე კვლავაც გაგრძელდება. მან გაიმეორა, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა. მოკავშირეებმა ცალსახად აღიარეს საქართველოს და უკრაინის მისწრაფებები იმ ფონზე, რომ ორივე ქვეყანა ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს ახორციელებს და ეს მკაფიოდ გაცხადდა”.
⚫️ 6 მარტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრსდავით ბაქრაძეს შეხვდა.
⚫️ 6 მარტი
მიხეილ სააკაშვილისა და დიმიტრი მედვედევის სატელეფონო საუბრიდან ერთი დღის შემდეგ რუსეთი ქვეყანა ცალმხრივად გამოდის დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
⚫️ 7 მარტი
თბილისი რუსეთის გადაწყვეტილებას გამოვიდეს დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან და ამით ცალმხრივად მოხსნას აფხაზეთის მიმართ დაწესებული სანქციები ”უკიდურესად საშიშ პროვოკაციას” უწოდებს.
საქართველოს საგარეო უწყება ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილების რეალური მოტივაციაა სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერა, რაც ასევე იკრძალებოდა დსთ-ს შეთანხმებით.
⚫️ 7 მარტი
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ორი განცხადება მიიღო – ერთში იყო მოწოდება რუსეთის პარლამენტისადმი და მეორეში – გაეროს გენერალურ მდივნისადმი, დსთ-სა და მსოფლიოს ლიდერებისადმი.
ანალოგიური მიმართვა ,,სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტულმა ხელისუფლებამაც გააკეთა.
⚫️ 8 მარტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე :
საქართველო ისე ახლოსაა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმასთან (MAP), როგორც არასდროს.
⚫️ 8 მარტი
ვლადიმერ პუტინი ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე :
,,ნატოში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოსა და უკრაინის ხალხმა და არა პოლიტიკურმა ელიტამ"
⚫️ 10 მარტი ანგელა მერკელი :
საქართველოს შანსებმა აპრილში ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით დიდი დარტყმა მიიღო. რაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის სახელმწიფოები, სადაც მოუგვარებელი კონფლიქტებია, ვერ გახდებიან ალიანსის წევრები.
”ქვეყნები, რომლებიც რეგიონალურ და შიდა კონფლიქტებში არიან ჩაფლული, ვერ გახდებიან ნატოს წევრები,” კანცლერმა ეს განცხადება ბერლინში გერმანიის სამხედრო სარდლებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი.10 მარტი ანგელა მერკელი პუტინთან შეხვედრიდან 2 დღის შემდეგ :
საქართველოს შანსებმა აპრილში ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით დიდი დარტყმა მიიღო. რაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის სახელმწიფოები, სადაც მოუგვარებელი კონფლიქტებია, ვერ გახდებიან ალიანსის წევრები.
”ქვეყნები, რომლებიც რეგიონალურ და შიდა კონფლიქტებში არიან ჩაფლული, ვერ გახდებიან ნატოს წევრები,” კანცლერმა ეს განცხადება ბერლინში გერმანიის სამხედრო სარდლებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი.
⚫️ 10 მარტი
ევროკომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი
”არსებობს მზარდი შეშფოთება და წუხილი იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა გზას იკვალავს აფხაზეთის აღიარებისკენ.
⚫️ 13 მარტი
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვში ჩავიდა, სადაც მიიღებს მონაწილეობას რუსეთის სათათბიროში დაგეგმილ მოსმენებში თვითგამოცხადებული რეგიონების შესახებ.
მოსკოვში დაგეგმილ მოსმენებში ასევე მონაწილეობს ,,სამხრეთ ოსეთის” დელეგაციაც.
რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტი რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით გაიხსნას ამ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობები.
⚫️ 13 მარტი
ნატომ საქართველოსთან სარადარო ინფორმაციის გაცვლა დაიწყო ”საჰაერო სივრცეში თანამშრომლობის ინიციატივის” ფარგლებში.
⚫️ 14 მარტი
გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ნორვეგია და ესპანეთი ეწინააღმდეგებიან საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას, - იტყობინება Financial Times.
მართალია ბრიტანეთი ემხრობა ამ ორი ქვეყნისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა მოხდეს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე, რომელიც 2-4 აპრილს გაიმართება, - იტყობინება Financial Times-ი.
ამავე ცნობის მიხედვით, გერმანიამ დაიწყო კომპრომისული წინადადების შემუშავება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ახალი სტატუსი საქართველოსა და უკრაინისთვის, რომელიც თავისი დონით უფრო დაბლა იდგება, ვიდრე MAP.
⚫️ 15 მარტი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი არ მოაწერს ხელს ძალის ფამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რასაც სოხუმი, ცხინვალი და მოსკოვი დაჟინებით მოითხოვენ.
”დღეს როდესაც გვეუბნებიან მოდის მოაწერეთ ხელი ახალ ხელშეკრულებას თქვენი შეიარაღებული ძალების არ გამოყენების. საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა და რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ ჩვენ გვინდა ყველა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება. მაგრამ ვისთან უნდა მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას?” – განაცხადა სააკაშვილმა და რამდენიმე შეთანხმება გაიხსნება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელთაც 90-იან წლებში აფხაზეთის კონფლიქტის დროს მოეწერა ხელი. მისი თქმით, ამ შეთანხმებებს შედეგად მოჰყვა ქართული შეიარაღების გატანა კონფლიქტის ზონიდან და თანდათან აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვა. ”ერთხელ ასე გვაჭამეს და მეორედაც უნდათ, რომ ასე ვჭამოთ? ნურას უკაცრავად. ჩვენ აქ გამოცდილებაც გვაქვს უკვე, ცოტა ჭკუაც,” – განაცხადა მან.
⚫️ 17 მარტი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ თბილისმა მხედველობაში უნდა მიიღოს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთის" გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ნატოში გაწევრიანებით დაკარგავს ტერიტორიებს ”სამუდამოდ”.
⚫️ 18 მარტი
სოხუმი აცხადებს, რომ გალში ქართული მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
⚫19 მარტი
მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ჯორჯ ბუშს შეხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტი :
”ბუქარესტის სამიტი გვიახლოვდება. საქართველოს მისწრაფების საკითხი ბუქარესტის სამიტზე გადაწყდება. MAP არის პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს ნატოს წევრ სახელმწიფოებს თავი კომფორტულად იგრძნონ იმ ქვეყანასთან, რომელიც ალიანსში შემოერთებას აპირებს. მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ეს არის გზავნილი, რომელსაც მე მალე ბუქარესტში წავიღებ”.
⚫️ 21 მარტი
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს კრემლს განიხილოს აფხაზეთის და ,,სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობის საკითხი.
⚫️ 21 მარტი
საქართველო ერაყში თავისი შენაერთების ყოფნას გაახანგრძლივებს.
⚫️ ⚫️
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი :
”ჩვენ ნამდვილად არ გვახარებს საქართველოსა და უკრაინის გარშემო არსებული ვითარება. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან არასასიამოვნოა ევროპის უსაფრთხოების არსებული სტრუქტურისთვის"
⚫️ 24 მარტი
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები იწყება - ,,აფხაზეთის გენშტაბის" უფროსი, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ზაიცევი.
⚫️ 26 მარტი
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიუსელს სტუმრობენ.
⚫️ 27 მარტი
მოსკოვი თბილისს ცხინვალის რეგიონში ’ტერორისტული აქტების’ მოწყობაში ადანაშაულებს
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ თუ რუსული მხარე არ წარმოადგენს იმ ბრალდებების დამადასტურებელ მასალას, თითქოს ცხინვალის რეგიონში ბოლო დროინდელი აფეთქებები თბილისის მოწყობილია, მან ბოდიში მაინც უნდა მოიხადოს.
⚫️ 28 მარტი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოხუმს შესთავაზა ახალი სამშვიდობო წინადადება, რომელიც მოიცავს ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას; აფხაზების წარმომადგენლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, მათ შორის ახალ კონსტიტუციურ პოსტს ვიცე-პრეზიდენტისას, რომელსაც ექნება აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ვეტოს უფლება; ერთიანი საბაჟო და სასაზღვრო სივრცის შექმნას.
⚫️ 29 მარტი
ბაღაფში სააკაშვილის სამშვიდობო წინადადებებს უარყოფს.
⚫️ 31 მარტი
გერმანია საქართველოს MAP-ში გაწევრიანებას ვეტოს დაადებს. მანამდეც გერმანიამ უკვე მიანიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მინიჭებას არ ენხრობა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბერლინმა ნათლად გამორიცხა ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტის დაწყებამდე 3 დღით ადრე. გაზეთი ასევე იტყობინება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკერის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ალიანსმა უნდა განიხილოს რუსეთის ”კანონიერი წუხილები მისი უსაფრთხოების თაობაზე” აღმოსავლეთით ნატოს შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით.
⚫️ 2 აპრილი
აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოუწოდა ნატოს გენერალურ მდივან იააპ დე ჰოოპ სხეფერს წერილი გაუგზავნა.
ბაღაფში აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტმა, სადაც 2-4 აპრილს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შექმნას კავკასიაში.
⚫️ 2 აპრილი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაჰპირებია პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ის არასოდეს აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
⚫️ 3 აპრილი
საქართველოს MAP-ზე უარი უთხრეს.
ამასთან, კომუნიკეში ჩაიწერა, რომ ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ნატოს წევრობისკენ. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები.
შენიშვნა: ეს ის ჩანაწერია, რომლის გაუქმებასაც რუსეთი ახლა, 2022 წელს ითხოვს და აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს.
⚫️ 3 აპრილი
პუტინმა სეპარატისთა ლიდერებს წერილი მისწერა :
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას ექნება არა დეკლარაციული, არამედ საგნობრივი ხასიათი.
⚫️ 5 აპრილი
ბაღაფში მოსკოვში კარასინს შეხვდა.
⚫️ 6 აპრილი
ვლადიმერ პუტინი და ჯორჯ ბუში ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ.
ვლადიმერ პუტინი :
”რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ჩვენ ამაზე დღეს საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ გააუმჯობესო რუსეთთან ურთიერთობები, საჭიროა არა მიიზიდო იქ – სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები"
⚫️ 8 აპრილი
მოსკოვი ბუქარესტის სამიტის შემდეგაც ემუქრება საქართველოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება.
⚫️ 11 აპრილი
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა იური ბალუევსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი დაიცავს თავის ინტერესებს სამხედრო და ”სხვა ზომებით”
⚫️ 12 აპრილი
თბილისმა შესთავაზა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ერთობლივი პოლიციური დანაყოფების ჩამოყალიბება კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.
⚫️ 14 აპრილი
ბაღაფში კვლავ უარს ამბობს თბილისის წინადადებებზე.
⚫️ 14 აპრილი
კრემლმა მოამზადა პრეზიდენტის განკარგულება ”რუსეთის ფედერაციის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთობების გაღრმავებას ორ თვითგამოცხადებულ რეგიონთან, - წერს რუსული ”ნეზავისიმაია გაზეტა.
⚫️ 15 აპრილი
აშშ-ს ელჩმა გაეროში ზალმაი ხალილზადმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ”მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ ახალ ინიციატივებს, რომლებიც ეხება მოლაპარაკების გზით აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობას”
⚫️ 16 აპრილი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის მთავრობასა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალური ურთიერთობები დაამყარონ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესაბამის ორგანოებთან.
⚫️ 16 აპრილი
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა :
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება ლეგალიზება მოახდინოს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ურთიერთობების არის ”გარღვევა” სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად.
⚫️ 16 არილი
საქართველოს ხელისუფლება :
რუსეთის ნაბიჯი, რომელი მიზნად ისახავს ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას სოხუმსა და ცხინვალთან, არის საქართველოს ამ ორი თვითგამოცხადებული რეგიონის ”დე ფაქტო ანექსიის ლეგალიზების” მცდელობა.
⚫️ 17 აპრილი :
აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ”ურყევ მხარდაჭერას” უცხადებს
ბრიტანეთი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ქმედებაზე
ევროკავშირი მოსკოვის გადაწყვეტილებით
ნატო შეშფოთებულია რუსეთის ქმედებით სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში
ეუთოს თავმჯდომარე შეშფოთებულია რუსეთის გადაწყვეტილების გამო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას
⚫️ 17 აპრილი
კოკოითი კრემლის გადაწყვეტილებას მიესალმება
⚫️ 19 აპრილი
გალში აფხაზური ძალები განთავსდა
⚫️ 20 აპრილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ვიზიტი ხორც?


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა