თეგებით ძიება

"გამოიღვიძეთ! რუსეთი ოკუპანტია! კიევის აღების შემდეგ ის თბილისს აიღებს!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე უკრაინაში რუსეთის შეჭრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ კიევის აღების შემდეგ, კრემლის მიზანი თბილისი იქნება.

"რუსეთი ოკუპანტია!
რუსეთი არის ფაშისტური ქვეყანა!
კიევის აღების შემდეგ ის აიღებს თბილისს!
შენ რას ელოდები ? აქ ლოზუნგები და პოსტები არ შველის!უნდა იმოქმედოთ!კონკრეტული ნაბიჯები გადადგი!
ბოიკოტი რუსეთს!
არ დავაფინანსოთ რუსეთი!
რუსული პროდუქტების სრული ბოიკოტი!
არავითარი უვიზო მიმოსვლა რუსებისთვის!
”კრემლოვიჩების” საჯაროდ დაბლოკვა ყველა სივრციდან!დაბლოკეთ/დაარეპორტეთ ყველა სოციალურ ქსელში ყველა “კრემლოვიჩი”!
სახელმწიფო უწყებებო, გამოიღვიძეთ! დაბლოკეთ ყველა “კრელოვიჩის” საინფორმაციო საშუალებები ყველგან!
ყველა რუსული საინფორმაციო არხი მთელი ქვეყნის მაშტაბით უნდა იყოს აქრძალული/დაბლოკილი!
არა საბჭოთა იმპერიას!
არა რუსულ იმპერიას!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ ეტაპზე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ოკუპანტები უკრაინის დედაქალაქის, კიევის არებას ცდილობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა