თეგებით ძიება

"პუტინი შეიშალა; შეურაცხადია. მსოფლიო უკვე დარწმუნდა, რომ შეშლილის იმპერია უნდა დასრულდეს" - ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება და წერს, რომ სწორედ კიევში წყდება საქართველოს მომავალი.

"როგორც ჩანს პუტინი უბრალოდ შეიშალა; შეურაცხადია. ეს იყო დაშვება, რომელიც არავის სურდა რომ გაეკეთებინა მსოფლიოში, გასაგები მიზეზების გამო. არავინ არის დარწმუნებული ზუსტად რა სვლა უნდა გაკეთდეს ახლა. მოვლენების პრევენცია უკვე შეუძლებელია. უცნაურია, მაგრამ ბედისწერა ეტყობა კიევში აპირებს კიევში დაწყებულის დასრულებას. ვეღარავინ დარჩება გულგრილი ამ ომის მიმართ; მსოფლიოს ფინანსური სტაბილურობა უმძლავრესად შეირყა; ამას ყველა იგრძნობს ამერიკაშიც და ევროპაშიც; საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს.
ვინაიდან პრევენცია დაგვიანებულია, ახლა უკვე სიფრთხილეა საჭირო შეშლილთან. იმედია, უკვე დაწყებულია ერთგვარი რუსული ოპერაცია "ვალკირია", რადგან რუსები ყველაზე კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რა მოელის მათ სახელმწიფოს.
უკრაინელი ჯარისკაცების და უკრაინელი ხალხის გმირობასა და გამძლეობაზე ჰკიდია დღეს მსოფლიოს მომავლის ბედი. უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაეკისრა ამ კეთილშობილ ერს.
გაერთიანებული და აღდგენილი საქართველოს მომავალიც უკრაინაში წყდება დღეს და ეს უნდა ახსოვდეს ყველა ქართველ პატრიოტს, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიებისა.
მსოფლიო უკვე დარწმუნდა, რომ შეშლილის იმპერია უნდა დასრულდეს. როგორც ჩანს, საქართველოს მართლა წყალობს განგება. ჩვენი ბედი პირდაპირ არის მიბმული მიმდინარე მოვლენებზე და დღევანდელი მსოფლიო უკვე სხვა ჭრილში განიხილავს ჩვენს მომავალსაც.
ეს უკრაინელთა სიჯიუტის და გმირობის დამსახურებაა.
დიდი მადლობა უკრაინა!
მსოფლიო ვალშია შენს წინაშე; სისხლის ვალში.
შენ გაიმარჯვებ!", - წერს გურული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა