თეგებით ძიება

"კრემლის ტირანია სწორედ კიევთან ომში დასამარდება!" - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ კრემლის ტირანია კიევთან ომში დასამარდება.

"როდესაც ადამიანები იღუპებიან, საავადმყოფოები იბომბება, ქალაქებში ნგრევაა და მუდმივად ისმის ამათუიმ მნიშვნელოვანი ობიექტის დაცემა-აღების ამბავი რთულია ერთი თვით ან თუნდაც ერთი კვირით წინ გაიხედო, ჩვენ ყველას შედეგები გვინდა ეხლა, ამ წუთს. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ვალია რაციონალური აზროვნების მოხმობა, მობილიზება და პირველი, მძაფრი ემოციის დათრგუნვა იმისათვის რომ დავინახოთ რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და ძალიან დიდ ფასს გადაიხდის.
დღეს ეს რთულად ჩანს მაგრამ გარდაუვალია!
კრემლის ტირანია სწორედ კიევთან ომში დასამარდება!
ეს მათი დასასრულის დასაწყისია!", - წერს ხიდაშელი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა