თეგებით ძიება

რუსეთის ხელისუფლება ჩამოიშლება – ასტროლოგი

ასტროლოგი, რამაზ გიგაური რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება და წერს:

„ჩემი პროგნოზის ახდენის პირველი იმპულსი. ცხადია, ეს ფაქტობრივად არაფერია. ყველაფერი წინ არის.

მიუხედავად რუსეთის ამ აგრესიის შედეგებისა, ვიმეორებ, მიუხედავად შედეგებისა, რუსეთის ხელისუფლება ჩამოიშლება. ცვლილებები იქნება სისტემური. გავხსნი ასტროლოგიურ „გასაღებს“ ასტროლოგებისთვის.

რომელი პლანეტის ციკლია შვიწლიანი ჩემო მეგობრებო? პლანეტა ურანის ერთ ნიშანში მოძრაობის პერიოდი.

პლანეტა ურანის გავლენა კუროში რუსეთისთვის ყოველთვის დამანგრეველი იყო. ამჯერად, ეს ციკლი 2018 წლის მაისში დაიწყო და 2026 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.

მაგრამ განსაკუთრებით დამანგრეველია ურანის შეერთება უძრავ ვარსკვლავ „ალგოლთან“. ეს 2025 წლის აპრილ-მაისში მოხდება.

ჩვენ წინ საშუალოდ 3-4 წელი გვაქვს. თუმცა არ ნიშნავს ომი ამდენს ხანს გაგრძელდება. რუსეთმა დიდი ხანია ჩართო საკუთარი თავის განადგურების პროგრამა.

უბრალოდ, 2018 წლის მაისიდან კი 2026 წლის აპრილ-მაისამდე ასტროლოგიური თვალსაზრისით მისი ჩამოშლის კოდი იყო ჩართული და რუსეთმა ამ ღილაკს თითი თვითონ დააჭირა“,- წერს რამაზ გიგაური.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა