თეგებით ძიება

"ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები ისტორიაში შევა, როგორც ეროვნული უთავმოყვარეობის მაგალითი!" - ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „მისი სიტყვები ისტორიაში შევა, როგორც ეროვნული უთავმოყვარეობის მაგალითი“.

"არსებობს ასეთი ცნება: ეროვნული თავმოყვარეობა ! დღეს მოვისმინეთ ეროვნულად უთავმოყვარეო პრემიერის და ხელისუფლების განცხადება.
რამდენიმე დღეა ღარიბაშვილი აქცენტს აკეთებს „ეროვნულ პოლიტიკაზე“ და „ეროვნულ ინტერესებზე“.
როგორც ჩანს, ოცნებამ გადაწყვიტა ამ სიტყვების საფარქვეშ ღიად გაატაროს ანტიეროვნული პოლიტიკა, ზუსტად ისე, როგორც კანონის უზენაესობის და დემოკრატიის საფარქვეშ ატარებს უკანონო და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას.
დღევანდელ კომენტარს, არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტად ეროვნულ პოლიტიკასთან და ეროვნულ ინტერესებთან. მისი სიტყვები ისტორიაში შევა, როგორც ეროვნული უთავმოყვარეობის მაგალითი !
Слава Україні!
საქართველოსთვის", - წერს მეზვრიშვილი.






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა