თეგებით ძიება

"ტყულია, პუტინი კადიროვის მებრძოლებს უკრაინაში არ გამოიყენებს" - ჩეჩენი ოპოზიციონერი პუტინსა და კადიროვს ამხელს

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელში ჩეჩენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან საუბარზე წერს. როგორც საუბარში დევნილი ჩეჩენი პოლიტიკოსი აცხადებს, ინფორმაცია, რომ უკრაინაში ჩეჩენ მეომრებს გადაისვრიან, ტყუილია.

"ეს ყველაფერი სიცრუე და ტყუილია. ჯერ ერთი, ეს იყო უკრაინასთან საინფორმაციო ომის ფარგლებში გაკეთებული; მეორეც, პუტინი კადიროვის მებრძოლს არსად გამოიყენებს ჩეჩნეთის გარდა. მას ხომ უნდა თქვენთან, უკრაინაში თავი წარმოაჩინოს როგორც მშვიდობისმყოფელმა და ნაციზმისგან განმანთავისუფლებელმა. ამ ფორმატში კი კადიროვის მებრძოლები ვერანაირ შემთხვევაში ვერ ჯდებიან".

გავრცელებულ ინფორმაციაში გერაშენკო განმარტავს, რომ ჩეჩენი მებრძოლები დონეცკში 2014 წელს იყვნენ და ფოტოს აქვეყნებს, სადაც მებრძოლთა ცხედრებია ასახული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ჩეჩენ მებრძოლებს (70 000) უკრაინაში აგზავნის.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფარტომასშტაბიანი ომი დაიწყო. დაღუპულები არიან, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე სამხედრო პირები.

"ტყულია, პუტინი კადიროვის მებრძოლებს უკრაინაში არ გამოიყენებს" - ჩეჩენი ოპოზიციონერი პუტინსა და კადიროვს ამხელს



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა