თეგებით ძიება
23. 09. 2024 მსოფლიო

უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

უკრაინაში დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, კანონი „კონსტიტუციური წყობის დაცვის შესახებ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში“ 2024 წლის 20 აგვისტოს მიიღეს. კანონის რამდენიმე დებულება მოგვიანებით ამოქმედდება.

კანონის მიხედვით, გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იწყებს კანონქვემდებარე აქტების მომზადებას, ხოლო ცხრა თვის შემდეგ ძალაში შედის კანონპროექტის ნორმა, რომელიც „ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხთა სახელმწიფო სამსახურს“ აძლევს უფლებას, მიმართოს სასამართლოს სარჩელით რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა სამსახურმა დაადგინა რელიგიური ორგანიზაციის კავშირი აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

გარდა ამისა, უკრაინის მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს ზომები აკრძალული უცხოური რელიგიური ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო ქონების დასაბრუნებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა