თეგებით ძიება

"ვფიქრობ, უკრაინამ ომი მოიგო" - ნინო ბექაური

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ნინო ბექაური რუსეთ-უკრაინის ომზე წერს:

"ვფიქრობ, უკრაინამ ომი მოიგო
- იმიტომ რომ მოსახლეობის მიერ არ გავრცელებულა არც ერთი ფოტო, ვიდეო საკუთარი ჯარის გადაადგილების, ტელევიზიებს არ გაუშუქებიათ ეს პირდაპირ ეთერებში, არავინ აყოლილა რუსულ დეზინფორმაციას. შედეგად ინფორმაციული ომი იმდენად პირწმინდად მოიგო, რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ამ ომში უკრაინის ბრალეულობას დაინახავს, საკუთარ ინტელექტს და ადეკვატურობას დააყენებს ეჭვქვეშ.
- იმიტომ რომ როცა ომი დაიწყო რუსები ბანკომატებს მიაწყდნენ, უკრაინელები კი - კომისარიატებს;
- იმიტომ რომ როდესაც იარაღის დარიგება დაიწყო, იარაღი ზუსტად ისე დაიტაცეს, როგორც ჩვენ ვიტაცებდით 90-იანებში პურს. თურმე იარაღის ხმარებაც შეიძლება ისწავლო "პახოდუ", თუ ქვეყანამ გადაწყვიტა რომ თავი დაიცვას;
- იმიტომ რომ სრულიად უმნიშვნელო კუნძულს შეაკვდა 13 კაცი, სამაგიეროდ დაგვიტოვა ბრწყინვალე სიტყვები, როგორ უნდა უპასუხო "ია რასისკი კარაბლ"-ს;
- იმიტომ რომ სანამ ზელენსკი სამთავრობო კვარტალშია, მისი მთავარი ოპონენტი პოროშენკო კიევის შესასვლელში დგას იარაღით ხელში;
- იმიტომ რომ რუსის ჯარის დანახვაზე არავინ გავარდნილა ქუჩაში ყვავილებით და "ბაბაიას" ძახილით;
აწი არ ვიცი რა მოხდება, ვინ ვის გაურიგდება და ვინ რა დათმობაზე წავა, მაგრამ ხალხს ომი მოგებული აქვს, თუნდაც იმიტომ რომ ხალხმა რომელმაც რუსული ჩექმიდან გასაღწევად, ქუჩაში ფილაქნები აყარა და შეიარაღებულ ბერკუტს დაუშინა, ასე სიმწრით მოპოვებულ თავისუფლებას იმავე ჩექმას არ ჩააბარებს და ევრომაიდანის მსხვერპლს არ ეტყვის რომ ამაო იყო მისი მსხვერპლი.
ღირსეული ხალხია
გამძლეობა მათ", - წერს ბექაური.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა