თეგებით ძიება

"უნდა დავიწყოთ შტაბების ჩამოყალიბება! იარაღის ხმარება ცოტამ იცის... უნდა გაკეთდეს პროდუქტების სათადარიგო მარაგები!" - ლალი მოროშკინა

პიარ ტექნოლოგი, ლალი მოროშკინა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში შტაბების შექმნის და მოსახლეობისთვის იარღის ხმარების სწავლების აუცილებლობაზე წერს:

"სალამი მეგობრებო, მორჩა აღარ გვაქვს წუწუნის და გოდების დრო!
ვფიქრობ უნდა დავიწყოთ ყველა უბანში შტაბების ჩამოყალიბება!
როგორც კრიზის მენეჯერი გთავაზობთ ჩემს თეორიულ გამოცდილებას.
ვფიქრობ, ეს უნდა დაიწყოს უბნის დეპუტატების ხელმძღვანელობით!( თუ არ ვენდობით მათ, მაშინ თვითორგანიზაციით)
დროა გაერთიანების და კონსოლიდაციის, თორემ ძალიან დაგვიანდება.
აუცილებელია სამხედრო პირებთან პრაქტიკული კონსულტაციები იარაღის გამოყენებაზე!
პრობლემა, რამაც ახლა იჩინა თავი უკრაინაში, იარაღი ბევრია, ხმარება კი ცოტამ იცის.
ასევე მოსამზადებელია ჰოსპიტალური სექტორი და სისხლის ბანკი.
და რაც მთავარია გაკეთდეს პროდუქტების სათადარიგო მარაგები!
ომი ომია,
ეს მოცემულობა მისაღებია და სამოქმედო!", - წერს მოროშკინა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა