თეგებით ძიება

"პუტინზე მეტად ეს ხალხი მანადგურებს… " - რას წერს პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) უკრაინაში რუსულ სამხედრო ინტერვენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"აბა რა ეგონა უკრაინას, რუსეთს რომ შეებრძოლა?!” ,,რით ვერ გაიგეს, რომ რუსეთთან თამაში არავის გაუვა”?! ,,ახლა მაინც დაინახონ, რომ რუსეთი დაუმარცხებელი ქვეყანაა”- აი, ამ სიტყვებით მღაღადებელი ხალხი რუსეთზე უარესი და ტვინგამორეცხილია… აი, ამ სიტყვებით უწევენ რუსულ უსამართლო და დაუსრულებელ ომს პროპაგანდას…
პუტინზე მეტად ეს ხალხი მანადგურებს… უკრაინა გადარჩება, კი, ის აუცილებლად უნდა გადარჩეს, არა მხოლოდ ტერიტოეიული მთლიანობის გამო, პირველ რიგში იმიტომ, რომ დაილეწოს რუსეთის უძლეველობის მითი…
არ მგონია თქვენი ჩაჟანგებული მენტალობა შეიცვალოს, მაგრამ თაობის შეცვლის მერე არავინ იტყვის მსგავს სისულელეს…
მანამდე ყველა თქვენგანში არის საბჭოთა სისტემის დიდება…
ამის რღვევა კი, გარდაუვალია!..", - წერს სასულიერო პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა