თეგებით ძიება
03. 03. 2022 მსოფლიო

მოკლეს ქალები და ბავშვები, შემდგომი დღეები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო რთული იქნება - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აჩვენა დამოუკიდებელი ევროპული თავდაცვითი სტრატეგიის აუცილებლობა.

"24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ პრეზიდენტ პუტინის სასტიკი თავდასხმის შემდეგ რუსული ძალები ბომბავენ კიევს, ალყას არტყამენ ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებს, ასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ქალები და ბავშვები მოკლეს დღესაც. შემდგომი დღეები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო რთული იქნება. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდაგავართ. ეს ომი არ სურდა არც საფრანგეთს, არც ევროპას, არც უკრაინასა და არც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია ომი. ეს ომი არ არის კონფლიქტი ერთ მხარეს ნატო-ს, დასავლეთ სამყაროსა და მეორე მხარეს რუსეთს შორის, როგორც სხვები წერენ.

უკრაინაში არ არის ნატო-ს ჯარები და ბაზები. ეს ტყუილია. რუსეთის მიმართ არ არის აგრესია. რუსეთია აგრესორი. ეს ომი არ არის ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ, ეს ტყუილია. ეს რუსეთის და უკრაინის ისტორიის და იმ ადამიანების მეხსიერების შეურაცხყოფაა, რომლებიც ერთმანეთის გვერდით ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ", - აცხადებს მაკრონმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა