„უკვე ჟღერს ნოტები ხელისუფლების გადაბარება- გადმობარების, გარანტიების და სხვა დეტალების შესახებ“ - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რთულ ფაზაში შედის ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ამას თითოეული თქვენგანი აცნობიერებს. რაც საჯაროდ ჩანს, იმაზე ღრმა და სერიოზული პროცესი კულისებს მიღმა მიდის. უკვე ჟღერს ნოტები ხელისუფლების გადაბარება- გადმობარების, გარანტიების და სხვა დეტალების შესახებ, ამიტომ საჭიროა ძალიან მარტივი რამ: ჩვენი ყველა მხარდამჭერი წყნარად, მშვიდად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე! მობილიზაცია, აქტიურობა!!! ახლა ამ ენერგიაში, ოპტიმიზმში, თავდაჯერებულობაშია ერთადერთი გამოსავალი. არაა საკმარისი მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, უბანზე გამოცხადებაა საჭირო!!!!!!!ჩვენს თვალწინ ისე ინაწილებენ პოზიციებს, პოლიტიკურ ველს, ისე ინაწილებენ ქვეყანას, თითქოს "ქართული ოცნებისა" და 4 პარტიის გარდა, სხვა ამომრჩეველი, პატრიოტთა ერთობის ამომრჩეველი არ არსებობს. ამას აკეთებს ხალხი, ვისაც საკუთარი გვარითა და სახელით ერთი არჩევნებიც არ მოუგია, აიღეს და დასვეს!ამიტომ 26 ოქტომბერს ვიღვიძებთ- მივდივართ საარჩევნო უბნებზე. ვიქნებით ბევრზე ბევრნი? ვერ მოერევიან და ვერ გაინაწილებენ საქართველოს!“