თეგებით ძიება
07. 03. 2022 მსოფლიო

რუს ოკუპანტებს ირპენის, ბუჩის და გოსტომელის მაცხოვრებლები ტყვედ ჰყავს აყვანილი, თუმცა, დროებით - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებს უკრაინის ქალაქ ირპენის, ბუჩის, გოსტომელის და კიდევ მრავალი სხვა ქალაქის მოსახლეობას ტყვედ ჰყავს აყვანილი.

"რუს ოკუპანტებს ირპენის, ბუჩის და გოსტომელის, და მრავალი სხვა ქალაქებისა თუ სოფლების მაცხოვრებლები, რომლის აღებაც ოკუპანტმა შეძლო, ტყვედ ჰყავს აყვანილი. თუმცა, დროებით. სანამ სასჯელს არ მიიღებენ. და ისინი მიიღებენ. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა იციან ეს როგორ გააკეთონ. მტერი დაღლილი და დემორალიზებულია.

რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭირო იმისთვის, რომ უკრაინის ცას გაუფრთხილდნენ? ხარკოვისა და ნიკოლაევის მშვიდობიანი მოსახლეობა რითი განსხვავდება ჰამბურგისა თუ ვენის მოსახლეობისგან?

ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას. ცის გასუფთავებას. ან იმ ძალით, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, ან საბრძოლო თვითმფრინავებს და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოგვცემთ, რაც ჩვენ საჭირო ძალას მოგვცემს. ეს არის დახმარება, რომელიც მსოფლიომ არა უბრალოდ უკრაინას უნდა გაუწიოს, არამედ თავის თავს. რათა დაამტკიცონ - რომ ადამიანობა გაიმარჯვებს. სწრაფად," - განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა