თეგებით ძიება

„დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, ჯგუფ „დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები ჯერ თსუ-ის შენობასთან მივლენ, რათა იქ მყოფ სტუდენტებს მხარი დაუჭირონ, რომლებიც შენობაში შესვლას და იქ ღამის გათენებას აპირებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მათ გეგმა სწორედ იმიტომ შეცვალეს, რომ სტუდენტებს აჩვენონ, ისინი მარტო არ არიან.

„დაიტოვე“ თავიდან იქცა ადამიანების გვერდში დგომის მაგალითად, როგორც გავიგეთ ჩვენს მოქალაქეებს ვჭირდებით თსუ-სთან, რათა მათ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ ისე, როგორც უნდათ. სტუდენტები, რომლებიც ჩვენი პროტესტის მთავარი ზალა და მუხტი არიან, ამ წამს მარტოები არიანა, შესაბამისად, გადავწყვიტეთ მარტო არ დავტოვოთ. შევიტანეთ ცვლილება ჩვენს გეგმებში და მივდივართ თსუ-სთან, რათა ვაჩვენოთ, რომ ისინი მარტონი არ  არიან“, - განაცხადა აქციის მონაწილემ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა