თეგებით ძიება
15. 11. 2024 მსოფლიო

ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარში უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვაისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, რაც გზას გაუხსნის „სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“.

როგორც „როიტერი“ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას, შოლცმა მოითხოვა უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა და უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„კანცლერმა რუსეთს მოუწოდა, გამოავლინოს მზადყოფნა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით. შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში, ვიდრე საჭირო იქნება“, – აღნიშნა სპიკერმა.

ამასთან, სპიკერის თქმით, პუტინთან საუბრამდე, შოლცი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აღნიშნა, რომ საუბრის შემდეგ უკრაინის ლიდერს შეატყობინებს შედეგებს.

გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ბოლოს 2022 წლის დეკემბერს შედგა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა