თეგებით ძიება

"ქართველმა ბინის მოქირავებაზე უარი გვითხრა, როგორ მივმართოთ პოლიციას?!" - "ერთი ვერხვი და ქართველები ტოტებზე ჩამოკონწიალდებიან.." - რუსი "ლტოლვილების" მიმოწერა

სოციალურ ქსელში ვრცელდება, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეების მიმოწერის ამსახველი "სქრინი".

როგორც გავრცელებულ ფოტოში ჩანს, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წუხს, რომ ქართველები მასზე ბინას არ აქირავებენ და კითხულობს, პოლიციას როგორ მიმართოს, რაზეც შემდეგი სახის კომენტარებია:

"2008 წელს 30 კილომეტრი დარჩა თბილისამდე, ვწუხვარ, რომ შეიცოდეს, ბოლომდე იყო მისასვლელი"

"ერთი ვერხვი და ქართველები ტოტებზე ჩამოკონწიალდებიან"

"ოსეთის გაფართოების დროა!"


"ქართველმა ბინის მოქირავებაზე უარი გვითხრა, როგორ მივმართოთ პოლიციას?!" - "ერთი ვერხვი და ქართველები ტოტებზე ჩამოკონწიალდებიან.." - რუსი "ლტოლვილების" მიმოწერა


შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.







თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა